სასწავლო წლის დაწყებიდან სამ დღეში სენაკის №3 საჯარო სკოლაც დაიკეტა – მოსწავლეები დროებით ონლაინ რეჟიმში ისწავლიან.
აღნიშნულ ინფორმაციას “ინფო მარტვილი“ ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით სკოლის შენობა ავარიულია და ახალი შენობის აშენებაა საჭირო.„ამას დახურვა არ ჰქვია. უბრალოდ, სკოლა იყო ძალიან ცუდ მდგომარეობაში. სამხარაულის დასკვნა გვაქვს, რომ სკოლა არის ასაშენებელი, ანუ ბავშვებისთვის საშიშია იმ შენობაში ყოფნა“ –განაცხადა რესურსცენტრის ხელმძღვანელმა.
სენაკის №3 საჯარო სკოლის მოსწავლეები სწავლას №1 საჯარო სკოლაში 28 სექტემბრიდან, მეორე ცვლაში განაახლებენ
