“ახლა რაზეც შევთანხმდით არის ის, რომ რადგან ონლაინ სწავლა მიუღებელია სასკოლო საზოგადოებისთვის, ჩვენ ეს ერთი კვირა შევჩერდებით და აღდგენილი იქნება აუცილებლად სასწავლო პროცესი. […] და ამ ერთი კვირის განმავლობაში აუცილებლად მოიძებნება ისეთი გამოსავალი, რომ იყოს კმაყოფილი სასკოლო საზოგადოება. ჩვენი მოთხოვნა, სკოლის წარმომადგენლების, იყო, რომ დილის ცვლაში გააგრძელოს ისევ სწავლა სკოლამ, ისე, რომ არ მოხდეს გადანაწილება. ამაზე მივიღეთ დაპირება, რომ აქტიურად დღესვე შეუდგებიან მუშაობას” – თქვა 21-ე საჯარო სკოლის დირექტორმა მერიის თანამშრომლებთან შეხვედრის შემდეგ
