Friday, September 18, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ნამახვანჰესის ისტორია არის კარგი დასტური, რომ გამჭვირვალობის კანონი ყველაზე ქართული კანონია…” – რას ამბობს შალვა პაპუაშვილი

September 18, 2026
“ნამახვანჰესის ისტორია არის კარგი დასტური, რომ გამჭვირვალობის კანონი ყველაზე ქართული კანონია…” – რას ამბობს შალვა პაპუაშვილი

თანამედროვე სამყაროში სულ უფრო მზარდია ერთი ქვეყნის მიერ მეორე ქვეყნის შიდა საქმეებში ჰიბრიდული მეთოდებით ჩარევა. ამგვარ მეთოდებს შორისაა, მათ შორის, დაფინანსება ერთი ქვეყნის ან პოლიტიკური ჯგუფის მიერ მეორე ქვეყანაში საკუთარი ინტერესების გასატარებლად, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა აშშ-ის კანონმდებლობის შესახებ კომენტირებისას, რომელიც ფიზიკურ პირებს უცხოურ აგენტებად რეგისტრაციას ავალდებულებს.

„ეს ყველაზე ადრე აშშ-მა დაინახა. მათ სხვა ქვეყნებში დაგროვილი გამოცდილებაც კარგად იცოდნენ და ამიტომ თავად აშშ-ში, ჯერ კიდევ რამდენიმე ათეული წლის წინ, FARA-ს კანონით მოაწესრიგეს საკითხი, რომლის თანახმად, ნებისმიერი დაფინანსება, რომლის მიზანია პოლიტიკაზე ან საზოგადოებრივ საკითხებზე გავლენის მოხდენა, უნდა იყოს გამჭვირვალე. ეს არის ჭეშმარიტება, რომლის შემოტრიალება სცადა ბრიუსელმა. სხვათა შორის, აშშ-ის წინა ადმინისტრაციამაც აბსოლუტურად ყალბი კამპანია აწარმოა.

აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, შეგახსენებთ, ქალბატონმა დეგნანმა 2023 წელს ყველაზე ქართულ კანონს „რუსული კანონი“ დაარქვა. ეს პროპაგანდისტული ნარატივი შემდეგ მათივე დაფინანსებული „ენჯეოების“ მეშვეობით სცადეს, დაემკვიდრებინათ ქართულ საზოგადოებაში. ნახეთ, საბოლოო ჯამში, საზოგადოებამ რა პასუხი გასცა ამ ყალბ ნარატივს. ჩვენ 2024 წელს მივიღეთ ყველა შესაბამისი კანონმდებლობა და ასე გავედით არჩევნებზე. ეს არჩევნები, რომლებიც თავად გამოაცხადეს რეფერენდუმად, ამ რეფერენდუმზე ქართველმა ხალხმა, მილიონ 120 ათასმა ადამიანმა მხარი დაუჭირა ყველა ამ კანონს, როგორც გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, ისე სხვა შესაბამის რეგულაციებს, რომლებიც ქართველი ხალხის ინტერესებს ემსახურება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, გამჭვირვალობის კანონი არის ყველაზე ქართული კანონი, რაც ბოლო წლებში საქართველოს პარლამენტმა მიიღო.

„ამ დღეებში შეგვახსენეს ნამახვანჰესის თემა, სადაც ჯერ კიდევ მიმდინარეობს სასამართლო პროცესები. თუმცა არსებობს რისკი, რომ საქართველოს ბიუჯეტს კომპანიის სასარგებლოდ 400 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისროს. ეს არის კომპანია, რომელიც, ფაქტობრივად, უცხოეთიდან დაფინანსებულმა აგენტურამ აქედან გააგდო. გარდა იმისა, რომ საქართველომ ზიანი მიიღო იმის გამო, რომ ეს მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტი არ განხორციელდა, დამატებით შეიძლება, საქართველოს ბიუჯეტიდან მოგვიწიოს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც უცხოური დაფინანსებით მოქმედმა ორგანიზაციებმა მიაყენეს. შეგახსენებთ, მაშინ ამ კამპანიას სრულად კურირებდა სამი არასამთავრობო ორგანიზაცია – „მწვანე ალტერნატივა“, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ და „საია“. სამივე დაფინანსებული იყო ბრიუსელიდან და რამდენიმე სხვა წყაროდან. დღეს უკვე ყველამ იცის, რა ფარსი მოაწყეს – სრული დეზინფორმაცია, მართლაც ჰიბრიდული თავდასხმა საქართველოზე, რათა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტი ჩაშლილიყო და ჩაშალეს კიდეც ბრიუსელიდან დაფინანსებულმა ორგანიზაციებმა.

ნამახვანჰესის ისტორია არის ყველაზე კარგი დასტური იმისა, რომ გამჭვირვალობის კანონი არის ყველაზე ქართული კანონი, რაც კი შეიძლება, მიიღო პარლამენტმა ბოლო წლების განმავლობაში. კანონი ემსახურება ქართულ ინტერესებს და იმ მავნებლობას, რაც ჩაიდინეს ბრიუსელიდან დაფინანსებულმა ადამიანებმა, როდესაც ჩაშალეს ყველაზე მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტი, ასეთი მავნებლობა ვეღარ მოხდება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია: „კანონები ავალდებულებს ფიზიკურ პირებს, დარეგისტრირდნენ უცხოელ აგენტებად, როდესაც ისინი აშშ-ში მოქმედებენ უცხო ქვეყნის მთავრობის ან უცხოური სუბიექტის მითითებით და კონტროლით“. ამასთან, კონგრესმენმა ანა პაულინა ლუნამ მოამზადა „ფარას“ გამკაცრების კანონპროექტი, რომელიც შესაძლოა, ინფლუენსერებზეც გავრცელდეს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 6.9 პროცენტით გაიზარდა
  • თბილისის რამდენიმე ბაგა-ბაღში ამ წუთებში ფინანსური პოლიციის თანამშრომლები და სეს-ის წარმომადგენლები მუშაობენ
  • “არის საზოგადოება, რომელსაც სჯერა საქართველოს ხელისუფლების, აძლევს მანდატს და არიან თითო-ოროლა უსამშობლოები, რომლებიც ცდილობენ, შემოიტანონ გარკვეული დისკომფორტი”- რას ამბობს შალვა პაპუაშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge