მოკლული დავით ნარიმანიძის დედა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და მადლობას უხდის ყველას, ვინც მისი ოჯახის ტრაგედია გაიზიარა. განსაკუთრებულ მადლობას კი გიგა ავალიანისა და ნიკოლოზ ღუნაშვილის დედებს უხდის და წერს, რომ მათმა სამძიმარმა ძალა მისცა.
“უდიდესი მადლობა ყველას ჩემი ტკივილის გაზიარებისთვის, გვერდით დგომისთვის, ღმერთმა სიკეთე მოგცემთ ყველას, უდიდესი მადლობა გიგა ავალიანის და ნიკოლოზ ღუნაშვილის დედიკოებს,,მათმა სამძიმარმა ძალა მომცა, ეს სურათი არის გადაღებული წინა დღეებში,სულ ასე ხელგადახვეული დავყავდი ჩემ სუნთქვას.მადლობა ყველას ,სიკეთით გადამეხადოს ყველასთვის ეს პატივისცემა” – წერს დავით ნარიმანიძის დედა სოციალურ ქსელში.
