ევროკომისია 13 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სოციალური მედიის აკრძალვას გეგმავს – ინფორმაციას Reuters ავრცელებს და წერს, რომ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა წარადგინა მასშტაბური გეგმა ბავშვების ონლაინ საფრთხეებისგან დასაცავად.
გამოცემა წერს, რომ ეს ნაბიჯი მოსდევს ავსტრალიაში, დიდ ბრიტანეთში, ჩინეთში, ინდოეთში, თურქეთსა და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში განხორციელებულ მსგავს ინიციატივებს, რომლებიც გამოწვეულია Meta-ს Facebook-ის, Instagram-ის, TikTok-ის, Google-ის YouTube-ისა და ChatGPT-ის ბავშვების ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე ზეგავლენით.
„დღეს ჩვენს ბავშვებს შეხება აქვთ ოდესმე შექმნილ ყველაზე დახვეწილ ტექნოლოგიებთან, რომლებიც არ შექმნილა ბავშვების კეთილდღეობისა და განვითარების გათვალისწინებით“ – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა პრესკონფერენციაზე.
