ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE-ს) „სოცდეკებისა და მწვანეების“ ჯგუფმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე დე ფაქტო ანექსიურ პროცესებზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდამჭერი შემდეგი განცხადება გააკეთა – ამის შესახებ ინფორაციას სოციალურ ქსელში გახარიას პარტია ავრცელებს.
“საქართველოსთვის” დიდ მადლობას უხდის პარტნიორებსა და მეგობრებს საქართველოს სახელმწიფოსა და ეროვნული ინტერესების ურყევი მხარდაჭერისთვის.
„საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის არსებითია!
რუსეთის ფედერაციამ გააძლიერა ძალისხმევა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ანექსიის მიმართულებით. მსგავსი ანექსია წარმოადგენს საერთაშორისო სამართლისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აშკარა და მიუღებელ დარღვევას. იგი მოსკოვის უფრო ფართო ძალისხმევის ნაწილია, დაამყაროს კონტროლი მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიებზე, მათ შორის უკრაინაში – დონბასსა და ყირიმზე, მოლდოვაში – დნესტრისპირეთზე და საქართველოში – აფხაზეთზე.
კავკასიასა და მთელს ევროპაში მდგრადი სტაბილურობის და უსაფრთხოების მიღწევა მხოლოდ თითოეული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემით არის შესაძლებელი.“- ნათქვამია განხადებაში პარტია “საქართველოსთვის” თანახმად.
