Thursday, September 17, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„კახეთის მიმართულებით გზა უკვე ინგრევა – რიკოთის ერთ-ერთ მონაკვეთზეც იმავე ჩინურმა კომპანიამ იმუშავა“ – „ბლექ სი გრუპი“

September 17, 2026
„კახეთის მიმართულებით გზა უკვე ინგრევა – რიკოთის ერთ-ერთ მონაკვეთზეც იმავე ჩინურმა კომპანიამ იმუშავა“ – „ბლექ სი გრუპი“

„ნახეთ 20 წლის წინ ქართული კომპანიის მიერ გაკეთებული გზა, ამოიღეთ სტატისტიკა, რამდენი დახარჯა სახელმწიფომ მის გარემონტებასა თუ მოვლა-შენახვაზე და შეადარეთ, რა მდგომარეობაა ახლა ჩინელების აშენებულ გზაზე“, – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ „ბლექ სი გრუპის“ დირექტორმა ამირან მამუჭაძემ განაცხადა.

გამოცემასთან საუბრისას, მან კონკრეტულ მაგალითზე გაამახვილა ყურადღება და განმარტა, რომ ჩინური კომპანიის მიერ აშენებული საგარეჯოს შემოვლითი გზა, რომელიც სულ რაღაც 2 წლის წინ გაიხსნა, უკვე მძიმე მდგომარეობაშია.

„კომპანია „ბლექ სი გრუპმა“ ზუსტად 20 წლის წინ ააშენა ნატახტარი-აღაიანის მონაკვეთი, 10 წლის წინ – აგარა-ზემო ოსიაური, ასევე ქუთაისის შემოვლითი გზა, ბათუმი-თბილისის მიმართულებით.

მას შემდეგ უკვე ორი ათეული წელი გავიდა და სახელმწიფოს ეს გზები საერთოდ არ შეუკეთებია. მაშინ გერმანელებთან და ქუვეითელებთან ერთად ვმუშაობდით, თუმცა მშენებლები ჩვენ ვიყავით.

მარტივი მაგალითი მაქვს, შეგიძლიათ წახვიდეთ კახეთის მიმართულებით და ნახოთ, რა მდგომარეობაა – გზა უკვე ინგრევა და ფუჭდება, ეს ვიზუალურადაც კარგად ჩანს.

საგარეჯოს შემოვლითი მონაკვეთი, რომელიც ჩინურმა კომპანიამ ააშენა, ნამდვილად რთულ მდგომარეობაშია და პრობლემურ გზას წარმოადგენს. გახსნიდან მხოლოდ 2 წელი გავიდა, მაშინ როცა ეს გზა ჩვენ უნდა გვემსახუროს ათეულობით წელი.

ხარისხის ნაწილში მართლაც ცუდად ააშენეს. ეს ის ჩინური კომპანიებია, რომლებიც ცდილობენ, ტენდერებში ისევ შემოვიდნენ. ან პირდაპირ, ან სხვა კომპანიების მეშვეობით. ისევ ის ადამიანები და გუნდები არიან, უბრალოდ ახალი სახელებით.

თუ კომპანიას ცუდი რეპუტაცია აქვს და მონაწილეობას პირდაპირ ვერ იღებს, სხვა სახელით შემოდის. საბედნიეროდ, ახლა დამკვეთი და შესაბამისი სამსახურები ხარისხს უკვე ძალიან მკაცრად აქცევენ ყურადღებას.

როგორ შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ყველაფერს იდეალურად ვაკეთებთ. დარღვევები, რა თქმა უნდა, ჩვენთანაც არის. თუმცა, დამკვეთის ზედამხედველობით, შეცდომების შესწორება და საჭირო სტანდარტებზე მორგება ძალიან რაციონალურად და სწორად ხდება.

ასე რომ, როცა ქართულ და უცხოურ კომპანიებს შორის სხვაობაზე ვსაუბრობთ, ნათელი მაგალითია, ნახეთ 20 წლის წინ ქართული კომპანიის მიერ გაკეთებული გზა, ამოიღეთ სტატისტიკა, რამდენი დახარჯა სახელმწიფომ მის გარემონტებასა თუ მოვლა-შენახვაზე და შეადარეთ, რა მდგომარეობაა ახლა ჩინელების აშენებულ გზაზე“, – განაცხადა ამირან მამუჭაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“.

„ბიზნესპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ, არსებული სურათის გათვალისწინებით, რა რისკები არსებობს რიკოთის უღელტეხილთან დაკავშირებით, რომლის მშენებლობაზეც ასევე ჩინურმა კომპანიებმა იმუშავეს, „ბლექ სი გრუპის“ დირექტორი განმარტავს, რომ მათი მუშაობის ხელწერა იდენტურია.

„გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ ერთი სტილით მუშაობენ. რომელმა კომპანიამაც ააშენა საგარეჯოს შემოვლითი გზა, იმან ააშენა რიკოთის ერთ-ერთი ნაწილიც და იმავე კომპანიამ ააშენა ბაკურციხე-წნორის გზაც.

შესაბამისად, თუ ერთსა და იმავე კომპანიის თემაზეა საუბარი, ფაქტია, რომ შესაძლებელია, ტექნიკური ხარვეზები იყოს. ამას თვითონ დამკვეთიც, სახელმწიფოც აღიარებს და მიდის შესაბამისი კვლევა, შემოწმება და შესწავლა ამ თემების.

ძალიან მისასალმებელია და ხმამაღლა ვიტყვი, რომ ბევრი ქართული კომპანია ვმუშაობთ თავდადებულად, ვცდილობთ, განვავითაროთ ჩვენი კადრები, ხარისხიანი სამუშაოები ჩავატაროთ, მოვერგოთ თანამედროვეობას, გადავიარაღდეთ.

სახელმწიფოსთვის ეს თანხები ნიშნავს სწორ ინვესტიციას და ამ ინვესტიციის ნაწილში გვინდა, რომ ჩვენც სწორად გავყვეთ და სწორი შედეგი დავდოთ“, – განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ ამირამ მამუჭაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ცნობილია ვინ დანიშნეს სუს-ის ახალი შეფის პირველ მოადგილედ
  • “რა მორიგ ბოდვაშიც არ უნდა აღმოჩნდეს პრემიერი, უცხოპლანეტელებსა და „დიფ სთეითს“ აბრალებდეს ამ უბედურებას, ვერაფერი შეცვლის, რომ ინვესტორებთან მავნებლობენ…”- რას ამბობს თაზო დათუნაშვილი
  • მოკლული დავით ნარიმანიძის დედა სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge