Thursday, September 17, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ირაკლი ღარიბაშვილს ვურჩევ, ფრთხილად იყოს, რადგან…” – ვახტანგ ძაბირაძე

September 17, 2026
„ძალიან გთხოვთ, რომ მადროვოთ წასვლა“ – ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს ვურ­ჩევ, ფრთხი­ლად იყოს, რად­გან ეს თა­მა­ში ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თო იქ­ნე­ბა მის­თვის, – ამის შე­სა­ხებ პო­ლი­ტო­ლოგ­მა ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძემ “პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა “დღის ნი­უს­რუმ­ში“ გა­ნა­ცხა­და.

ამას­თან, ძა­ბი­რა­ძე გა­მო­ეხ­მა­უ­რა “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” წი­ნა­აღ­მდეგ პო­ლი­ტი­კუ­რი ბრძო­ლის ერ­თი­ა­ნი ძა­ლე­ბით გაგ­რძე­ლე­ბის შე­სა­ხებ, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი­სად­მი “პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის” ლი­დე­რის, ირმა ინაშ­ვი­ლის შე­თა­ვა­ზე­ბას.

“გნე­ბავთ ღა­რი­ბაშ­ვი­ლი შე­უ­ერ­თეს და რა­ღაც გა­ერ­თი­ა­ნე­ბა მოხ­დეს, ოპო­ზი­ცი­ურ ფლანგზე ძლი­ე­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა ვერ ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა. ეს თა­მა­ში ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თო იქ­ნებ თა­ვად ღა­რი­ბაშ­ვი­ლის­თვის. თუ ასე­თი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა არ არის მო­სა­წო­ნი ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის, მა­შინ იმუ­შა­ვებს ახა­ლი ბრალ­დე­ბა, რო­მე­ლიც მას წა­უ­ყე­ნეს და სა­დღაც 10-წლი­ან პა­ტიმ­რო­ბას გა­მოკ­რავს ხელს. გულ­წრფე­ლად ვურ­ჩევ­დი, უფრო ფრთხი­ლად ყო­ფი­ლი­ყო“, – გა­ნა­ცხა­და ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის წე­რი­ლებს, ძა­ბი­რა­ძის თქმით, ღა­რი­ბაშ­ვილ­მა არას­წო­რი ანა­ლი­ზი გა­ა­კე­თა, რო­დე­საც ჩათ­ვა­ლა, რომ “ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის პო­ზი­ცი­ე­ბი შე­სუს­ტდა და ამის გა­მო­ყე­ნე­ბა და­ი­წყო“.

“მგო­ნი, ეს არას­წო­რი გათ­ვლა იყო ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მხრი­დან. ფიქ­რობ­და, რომ ამით ის შეძ­ლებ­და 5-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა უფრო მცი­რე ვა­დი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბით შე­ე­ნაც­ვლე­ბი­ნა ან შე­ე­წყა­ლე­ბი­ნათ, მაგ­რამ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ბევ­რი არა­ფე­რი გა­კეთ­და, გა­აგ­რძე­ლეს მის მი­მართ სის­ხლის სა­მარ­თლის ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლი. თუ ივა­ნიშ­ვი­ლი არ იქ­ნე­ბა ამის წი­ნა­აღ­მდე­გი, რა თქმა უნდა, მას ისევ და ისევ მი­უს­ჯი­ან, თან არა­ნაკ­ლებს, ვიდ­რე ლი­ლუ­აშ­ვილს ან ბურ­ჭუ­ლა­ძემ მი­ი­ღო“, – გა­ნა­ცხა­და ძა­ბი­რა­ძემ.

გარ­და ამი­სა, მან სუს-ის ყო­ფი­ლი უფ­რო­სის, გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვი­ლის საქ­მე­ზეც ისა­უბ­რა, რო­მელ­საც 13 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯეს. ძა­ბი­რა­ძის შე­ფა­სე­ბით, ეს ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თია იმი­სა, რომ ქვე­ყა­ნა­ში კო­რუფ­ცი­აა.

“ეს არ არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დის ყო­ფილ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს აპა­ტიმ­რე­ბენ სწო­რედ კო­რუფ­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით. შე­საძ­ლოა, ვი­ღა­ცას ეს პო­ლი­ტი­კუ­რა­დაც აწყობ­დეს, მაგ­რამ აქ მთა­ვა­რი არის ის, რომ ქვე­ყა­ნა­ში არის კო­რუფ­ცი­აა. ეს უკვე და­სა­მა­ლი არა­ვის­თვის არის, თვით ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვი­საც კი. მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი ამ ბა­დე­ში ხვდე­ბი­ან. ძა­ლი­ან დიდი ხანი იყო იმა­ზე სა­უ­ბა­რი, რომ არ­სე­ბობ­და “ქოლ ცენ­ტრე­ბი“, რომ მას ვი­ღაც მფარ­ვე­ლობ­და და ა.შ. ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში თუ რო­მე­ლი­მე მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი რა­ი­მეს არ მფარ­ვე­ლობს, იქ კო­რუფ­ცია გა­მო­რი­ცხუ­ლია. ამი­ტომ, ვერ ვი­ტყვი, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტი­მა­რია. შე­იძ­ლე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვით ეს ვი­ღა­ცას უნ­დო­და, მაგ­რამ მისი პა­ტიმ­რო­ბის რე­ა­ლუ­რი სა­ფუძ­ვე­ლი არის ის, რომ ის კო­რუფ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ობს. რამ­დე­ნად არის და რო­გორ, ეს უკვე სხვა თე­მაა.

გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვი­ლის­თვის ასე­თი მა­ღა­ლი სას­ჯე­ლის და­კის­რე­ბა შე­საძ­ლოა გა­მოწ­ვე­უ­ლი იყოს იმით, რომ მან არ აღი­ა­რა და­ნა­შა­უ­ლი. რო­გორც ჩანს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ბურ­ჭუ­ლა­ძის მა­გა­ლი­თის მი­ხედ­ვით იმოქ­მე­და. ბურ­ჭუ­ლა­ძეს ჯერ 10-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ მას­თან საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა გა­ფორმ­და. ფიქ­რო­ბენ, იმა­ვე პრინ­ცი­პით იმოქ­მე­დონ ლი­ლუ­აშ­ვი­ლის მი­მართ, რომ მან სა­ბო­ლო­ოდ აღი­ა­როს და­ნა­შა­უ­ლი“, – გა­ნა­ცხა­და ძა­ბი­რა­ძემ.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რუფ­ცია მუდ­მი­ვად იყო და იქ­ნე­ბა სა­ნამ, მარ­თვის ასე­თი სის­ტე­მა არ­სე­ბობს და სა­ნამ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბი არ მუ­შა­ო­ბენ.

“ასე­თი სის­ტე­მის პი­რო­ბებ­ში, ვინც არ უნდა იყოს პრე­მი­ე­რი, რო­გო­რიც არ უნდა იყოს, არ არის კო­რუფ­ცია ისე­თი მარ­ტი­ვი თემა, რომ ერთი მთავ­რო­ბა წა­ვი­და, მე­ო­რე მო­ვი­და და ის ყვე­ლა­ფერს აღ­მო­ფხვრის. ამას სის­ტე­მუ­რი რე­ფორ­მე­ბი სჭირ­დე­ბა, დიდი და ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. ასე­ვე სჭირ­დე­ბა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სტრუქ­ტუ­რე­ბი და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­სა­მარ­თლო. მი­თხა­რით, რო­მე­ლი გვაქვს? თუ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­სა­მარ­თლო, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სტრუქ­ტუ­რე­ბი გვაქვს, კი ბა­ტო­ნო, მაგ­რამ არ­ცერ­თი გვაქვს“, – გა­ნა­ცხა­და ძა­ბი­რა­ძემ.

გარ­და ამ სა­კი­თხი­სა, მან სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში სა­კად­რო ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ა­ფა­სა და გა­ნა­ცხა­და, რომ რო­დე­საც არის ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი რე­ჟი­მი, აქ სუს-ის უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბა გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბის არის.

“რო­გორც ჩანს, ვერ მო­ი­ძებ­ნა ისე­თი კად­რი, რო­მე­ლიც მეტ-ნაკ­ლე­ბად ყვე­ლა თა­ნამ­დე­ბო­ბის პირს და რა თქმა უნდა, ივა­ნიშ­ვილს აწყობს. გარ­და ამი­სა, მდი­ნა­რა­ძის მოს­ვლა-წას­ვლას სხვა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. ოხა­ნაშ­ვილ­ზე არა­ფერ ვი­ტყვი, ფაქ­ტობ­რი­ვად, მის­ვლა ვერ მო­ას­წრო და გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. მდი­ნა­რა­ძეს უკავ­შირ­დე­ბა ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის და­პა­ტიმ­რე­ბა, მათი კო­რუფ­ცი­ა­ში და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა თუ მხი­ლე­ბა. მდი­ნა­რა­ძის ამ­ბა­ვი მეტ-ნაკ­ლე­ბად გა­სა­გე­ბია იმი­ტომ, რომ მდი­ნა­რა­ძე და კო­ბა­ხი­ძე ერთ გუნ­დად მო­ი­აზ­რე­ბა, რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, ისე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში. ფაქ­ტობ­რი­ვად, მდი­ნა­რემ “შავი სა­მუ­შაო“ შე­ას­რუ­ლა და ის პო­ლი­ტი­კი­დან სა­ერ­თოდ გა­უშ­ვეს.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რამ­დე­ნი ხანი შე­იძ­ლე­ბა გაძ­ლოს სუს-ის ახალ­მა ხელ­მძღვა­ნელ­მა, არ ვიცი რა ხდე­ბა კუ­ლუ­ა­რებ­ში. გა­აჩ­ნია, რას მოს­თხო­ვენ მას და თვი­თონ რა­ზეა წამ­სვლე­ლი. სუს-ის უფ­რო­სო­ბა მარ­ტო იმას ხომ არ ნიშ­ნავს, რომ უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე იზ­რუ­ნო, მთე­ლი ინ­ფორ­მა­ცია უნდა შე­აგ­რო­ვო უმ­რავ­ლე­სო­ბა­ზე, ოპო­ზი­ცი­ა­ზე, სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­ზე. ამას­თა­ნა­ვე, რამ­დე­ნად იქ­ნე­ბა კმა­ყო­ფი­ლი “სულ უფ­რო­სი“, ანუ, ივა­ნიშ­ვი­ლი მის მუ­შა­ო­ბით. რომ ვთქვათ, მის მონ­დო­მე­ბა­ზე და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მზე არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რა თქმა უნდა, არ არის. რამ­დენ ხან­საც ერ­თგუ­ლად მი­იჩ­ნევს მას ივა­ნიშ­ვი­ლი, იმ­დენ ხანს იქ­ნე­ბა ამ პოსტზე. ივა­ნიშ­ვი­ლი დიდი სიფრ­თხი­ლით არ გა­მო­ირ­ჩე­ვა, მისი კად­რი იყო გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვი­ლი, არა­ფერს ვამ­ბობ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­ზე. ამ სის­ტე­მა­ში სუს-ის უფ­რო­სო­ბა სა­ხი­ფა­თო ად­გი­ლია“, – გა­ნა­ცხა­და ძა­ბი­რა­ძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • TikTok-ის დამფუძნებელი აზიის უმდიდრესი ადამიანი გახდა
  • PACE-ს „სოცდეკებისა და მწვანეების“ ჯგუფმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა – გახარიას გუნდი
  • “ნებისმიერი პარტიის აკრძალვა არადემოკრატიული გადაწყვეტილებაა, პარტია უნდა აკრძალოს მხოლოდ ხალხმა, როცა არჩევნებზე ხმას არ მისცემს”- რას ამბობს გიორგი შარაშიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge