Thursday, September 17, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“რადიკალურ ოპოზიციას გულწრფელობის სენი შეეყარა, ამბობენ იმას, რაც სინამდვილეშია – არავის აქვს თავი, აქცია მოაწყონ”- რას ამბობს დავით მათიკაშვილი ლევან ხაბეიშვილის განცხადებაზე

September 17, 2026
“რადიკალურ ოპოზიციას გულწრფელობის სენი შეეყარა, ამბობენ იმას, რაც სინამდვილეშია – არავის აქვს თავი, აქცია მოაწყონ”- რას ამბობს დავით მათიკაშვილი ლევან ხაბეიშვილის განცხადებაზე

რადიკალურმა ოპოზიციამ, თავისი დესტრუქციული, ანტიქართული, აგენტურული საქმიანობით, საბოლოოდ, პოლიტიკურ ჭაობში მოიხვედრა თავი – ახლა მათი ამ სივრცეში ბოლომდე ჩაძირვა ხდება, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები იმ მძიმე ვითარებიდან გამოსვლას ცდილობენ, რაშიც თავადვე ჩაიყენეს თავი.

“ნელ-ნელა რადიკალურ ოპოზიციას, აგენტურას გულწრფელობის სენი შეეყარა. ზუსტად ამბობენ იმას, რაც სინამდვილეშია. არავის აქვს თავი, ადამიანების სოლიდური რაოდენობა შეკრიბოს და რაღაც აქცია მოაწყონ. “ნაცმოძრაობას” საზოგადოების მხარდაჭერა არ გააჩნია და მის მიმართ საზოგადოების მხრიდან ინტერესი, პრაქტიკულად, გამქრალია. სავარაუდოდ, ამაზე საუბრობდა ხაბეიშვილი. ცხადია, მისი პარტიის წევრებს, ასევე, გარე ძალებს ეს არ მოსწონთ. ცდილობენ, ამ საკმაოდ მძიმე ვითარებიდან, რაშიც საკუთარი ქცევით, აგენტურული საქმიანობით თავადვე ჩაიყენეს თავი, გამოძვრნენ, ერთმანეთს ათას რამეს აბრალებენ. ცოტა ხნის წინ საუბარი იყო პოლიტიკურ კორუფციაზე. მოვისმინეთ ოპოზიციურ რადიკალურ აგენტურულ ძალებს შორის მილიონობით ლარის უკანონო ბრუნვის შესახებ. ნაწილი ტყუილია, ნაწილი შესაძლოა, სიმართლე იყოს. მოკლედ, ფაქტი არის ერთი – რადიკალურმა ოპოზიციამ, თავისი დესტრუქციული, ანტიქართული, აგენტურული საქმიანობით, საბოლოოდ, პოლიტიკურ ჭაობში მოიხვედრა თავი. ახლა ხდება მათი ამ სივრცეში ბოლომდე ჩაძირვა. ცხადზე ცხადია, რომ ამ პოლიტიკას, რომელიც სამშობლოს წინააღმდეგ არის მიმართული, არაფერი ეშველება და საზოგადოების მხრიდან ვერანაირი მხარდაჭერა ვერ ექნება,” – განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, პატიმრობაში მყოფი “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციური პარტიის წევრებს აკრიტიკებს და ტელე-ეთერებში მათ გამოჩენას „ოპოზიციურ ველზე ტივტივს“ უწოდებს. ხაბეიშვილი ყველას ერთიანობისა და მოქმედებისკენ მოუწოდებს, რომელიც, მათ შორის, მასშტაბური აქციების გამართვას გულისხმობს.

“როდის მოიკრებთ გამბედაობას, როდის გამოხვალთ შეშინებულის, დამფრთხალის პოზიციიდან?! – გამბედაობაა საჭირო და არა „ტვ“-ში დროის გაყვანა, ტივტივი ან საერთოდ ჩირგვებში დამალვა,” – წერს ხაბეიშვილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • TikTok-ის დამფუძნებელი აზიის უმდიდრესი ადამიანი გახდა
  • PACE-ს „სოცდეკებისა და მწვანეების“ ჯგუფმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა – გახარიას გუნდი
  • “ნებისმიერი პარტიის აკრძალვა არადემოკრატიული გადაწყვეტილებაა, პარტია უნდა აკრძალოს მხოლოდ ხალხმა, როცა არჩევნებზე ხმას არ მისცემს”- რას ამბობს გიორგი შარაშიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge