მსოფლიო ბირჟებზე ოქრო გაიაფდა.
Gold Price-ის მონაცემებით, თბილისის დროით 12:30 საათისთვის, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულებამ დღიურ ჭრილში 30 დოლარით დაიკლო და 4 316 დოლარი გახდა. დღიურად ოქრო 0.7%-ითაა გაიაფებული.
ამავე მონაცემებით, ძვირფასი ლითონის ღირებულებამ ბოლო 1 თვეში 3.14%-ით დაიკლო, წლიურად კი ოქროს ფასი 19.26%-იან ზრდას აჩვენებს.
რაც შეეხება ვერცხლს, ამ დროისთვის ერთი უნცია ვერცხლის ღირებულება დღიურად 0/56%-ითაა დაკლებული და 64 დოლარს შეადგენს.
რა ღირს ოქრო და ვერცხლი საქართველოში?
ამ დროისთვის 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი საქართველოში 374 ლარია, 750 სინჯის – 280 ლარი, ხოლო 585-სინჯიანი ძვირფასი ლითონი 219 ლარი ღირს.
რაც შეეხება ვერცხლს, 1 გრამი 999 სინჯის ვერცხლის ღირებულება ადგილობრივ ბაზარზე 5.43 ლარია, ხოლო 875 სინჯის – 4.75 ლარი.
