Thursday, September 17, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე განმარტავს, რატომ ჩასვეს გახარიას პარტია “ასაკრძალების სიაში”

September 17, 2026
ირაკლი კობახიძე განმარტავს, რატომ ჩასვეს გახარიას პარტია “ასაკრძალების სიაში”

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მიუხედავად პარლამენტში შესვლისა, გახარიას პარტიამ დღემდე არ აღიარა ხელისუფლებსი ლეგიტიმაცია და სწორედ ამიტომ მოხვდა ასაკრძალეის პარტიების სიაში.

“აქედან გამომდინარე, ჩვენი აზრით, უალტერნატივო იყო ამ სარჩელში ამ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის დამატებაც” – უთხრა დღეს მან ჟურნალისტებს.

კითხვაზე, დაემატება თუ არა ასაკრძალი პარტიების სიას სხვა პოლიტიკური ძალაც, კობახიძემ განაცხადა, რომ წინასწარ ვერაფერს იტყვის.

თქვენ იცით, რა იყო სარჩელის განახლების საფუძველი. მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე ისინი არ აღიარებენ კონსტიტუციურ წყობილებას, არ აღიარებენ ხელისუფლების ლეგიტიმაციას. ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდება ამ პოლიტიკური პარტიის საქმიანობის სულისკვეთება იმ საქმიანობის სულისკვეთებისგან, რომელსაც აწარმოებენ სხვა შესაბამისი პოლიტიკური პარტიები. აქედან გამომდინარე, ჩვენი აზრით, უალტერნატივო იყო ამ სარჩელში ამ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის დამატებაც.

თავის დროზე ახალი შესულები იყვნენ პარლამენტში და ჩვენ მივეცით დრო ამ პარტიას იმისთვის, რომ ეღიარებინა კონსტიტუციური წყობილება, თუმცა გავიდა მთელი სესია, მათ არ აღიარეს კონსტიტუციური წყობილება, დაუპირისპირდნენ კონსტიტუციურ წყობილებას. თქვენ შეგიძლიათ ამოიღოთ მათი მრავალი განცხადება, რომელიც ამ შინაარსისა, ისინი არ აღიარებენ კონსტიტუციურ წყობილებას, დანარჩენი წარმოდგენილია სარჩელში. პროცესებიც იქნება საჯარო და ჩვენი არგუმენტებიც იქნება საჯაროდ წარდგენილი სასამართლოსა და საზოგადოების წინაშე.

რაც შეეხება იმას, როდის დასრულდება განხილვა, ეს არის სასამართლოზე დამოკიდებული. მაქსიმალური ვადა არის 9 თვე. ჩვენი სურვილია 9 თვე არ გაგრძელდეს, სასამართლო როგორ გადაწყვეტს, ეს მისი საქმეა“, – განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე: კიდევ დაემატება თუ არა რომელიმე პარტია სარჩელს, კობახიძის თქმით, „ამაზე წინასწარ ვერაფერს იტყვის“.

„წინასწარ ვერაფერს გეტყვით, მე ვფიქრობ, რომ ეს არის ამომწურავი სია, რომლის გარშემოც უნდა იმსჯელოს სასამართლომ. დღევანდელი მდგომარეობა ასეთია“,- განაცხადა კობახიძემ.

“ქართული ოცნება ასაკრძალი პარტიების სიას კიდევ ერთს ამატებს – “გახარია საქართველოსთვის”.

როგორც ცნობილია, 2025 წლის 31 ოქტომბერს “ქართულმა ოცნებამ” საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა სარჩელი და შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების აკრძალვა მოითხოვა :

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“
„კოალიცია ცვლილებისთვის“
„ძლიერი საქართველო – ლელო“
ამის შემდეგ, მიმდინარე წლის აპრილში “ოცნებამ” სიას “ფედრალისტები” დაამატა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ახალ სარჩელად ითვლება და ამ 9-თვიანი ვადის ათვლა თავიდან იწყება.

გახარიას პარტიის დამატების შემთხვევაში სასამართლოს სამსჯელოდ მიეცემა კიდევ დამატებით 9+2 თვე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მთავრობა გრანტების მართვის სააგენტო ხურავს
  • ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გა”გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია”- რას ამბობს ალეკო ელისაშვილის ადვოკატი
  • სასამართლოში ალეკო ელისაშვილის პროცესი იწყება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge