რუსთავში, ლომოურის ქუჩაზე ერთმანეთს ოთხი ავტომობილი შეეჯახა – ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი მგზავრი. ახალგაზრდა ქალი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა რუსთავში გადაიყვანა. გამოცემას თვითმხილველებმა განუცხადეს, რომ ლომოურის ქუჩაზე თავდაპირველად ერთმანეთს “ტოიოტას” მარკის ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შემდეგაც ერთი მოძრავ “ფორდის” ავტომობილს შეეჯახა – ხოლო მეორე გაჩერებულ “სუბარუს”.
