Wednesday, September 16, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი სექტემბრის ბოლომდე საქართველოში – სინოპტიკოსის პროგნოზი

September 16, 2026
ამინდი იცვლება – ნახეთ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი – ამის შესახებ სინოპტიკოსმა დოდო გვაზავამ “მეტრონომთან” საუბრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, განსაკუთრებით ნალექიანი იქნება 18, 19 და 20 სექტემბერი აღმოსავლეთ საქართველოში.

მისივე თქმით, ცალკეულ ადგილებში შესაძლებელია ძლიერი ნალექიც. ამასთან, აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურის დაკლებაა მოსალოდნელი.

“ამ კვირის ბოლომდე მთლიანად საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი, განსაკუთრებით ნალექიანი იქნება 18, 19 და 20 სექტემბერი აღმოსავლეთ საქართველოში. ზოგან შესაძლებელია ნალექი ძლიერი იყოს. ასევე, აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურის დაკლებაც არის მოსალოდნელი.

ამ ეტაპზე მაქსიმალური ტემპერატურა 30 გრადუსამდეა, კახეთში კი 32 გრადუსამდე. 18 სექტემბრიდან ტემპერატურა დაახლოებით 4-5 გრადუსით დაიკლებს და შესაძლებელია 25-26 გრადუსამდე ჩამოვიდეს. კვირასაც შენარჩუნდება არამდგრადი ამინდი, თუმცა ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება აღარ არის მოსალოდნელი.

როგორც ასეთი, შემოდგომა უკვე დაწყებულია, სექტემბერი ძალაში გვაქვს და ამ პერიოდში ნალექიანი დღეები ჩვეულებრივი მოვლენაა. 18-19 სექტემბერს მნიშვნელოვანი წვიმებია მოსალოდნელი და ტემპერატურაც რამდენიმე გრადუსით დაბალი იქნება.

მომდევნო კვირიდან, ორშაბათიდან, მნიშვნელოვანი ტემპერატურის დაკლება აღარ არის მოსალოდნელი. 23, 24 და 25 სექტემბერს, პირიქით, ტემპერატურა კვლავ 30 გრადუსამდე მოიმატებს. თვის ბოლომდე კი აღმოსავლეთ საქართველოში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.

რაც შეეხება კახეთის რეგიონს, ეს კვირა წვიმით დასრულდება. მოსალოდნელია ტემპერატურის კლება – 30 გრადუსიდან დაახლოებით 27-25 გრადუსამდე. მკვეთრ აციებასა და ტემპერატურის მნიშვნელოვან ვარდნაზე საუბარი არ არის, თუმცა წვიმიანი ამინდი და შედარებით დაბალი ტემპერატურა გარკვეულწილად არასასიამოვნო შეგრძნებას ტოვებს, განსაკუთრებით ახლა, შემოდგომაზე, მით უმეტეს მაშინ, როდესაც რთველის მოლოდინში ვართ.

ორშაბათიდან კახეთის რეგიონშიც, უმეტესად, უნალექო ამინდებია მოსალოდნელი. ეს პროგნოზი თვის ბოლომდე, 30 სექტემბრის ჩათვლით, შეგვიძლია განვიხილოთ” – განაცხადა დოდო გვაზავამ “მეტრონომთან”.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ენერგო-პრო ჯორჯია” აბონენტებს აფრთხილებს
  • ავტოსაგზაო შემთხვევა გორში – რა ვითარებაა ადგილზე
  • “კოსმოსიდან მოხდა ჩარევა”, “პრიჩინებს” ეძებთ” – რას ამბობენ “ქართული ოცნების” დეპუტატები სკანდალურ კენჭისყრაზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge