ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გორში, კომბინატის დასახლებაში მდებარე კორპუსის ეზოში – ინფორმაციას “ქართლის ამბები” ავრცელებს.
ცნობილია,რომ მანქანა გარაჟის კარს დაეჯახა და შიგნით შევარდა.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, სამაშველო სამსახური და სასწრაფო დახმარების ბრიგადა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
შსს-ს ცნობით, მძღოლი დაჯარიმდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, მუხლი უცნობია.
