Wednesday, September 16, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილმა „ევრონიუს“-ის ფორუმის პანელურ დისკუსიაზე საქართველოს წინააღმდეგ ბოლო წლებში გავრცელებულ დეზინფორმაციულ კამპანიებზე, ქვეყნის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე, ევროპულ მისწრაფებებსა და საერთაშორისო პარტნიორობაზე ისაუბრა

September 16, 2026
მაკა ბოჭორიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების 62-ე კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მაკა ბოჭორიშვილმა, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, არაბული მედია სამიტის ფარგლებში გამართულ „ევრონიუს“-ის ფორუმის პანელურ დისკუსიაზე – „ეროვნული ნარატივის ჩამოყალიბება ღია მედიის ეპოქაში“ – საქართველოს წინააღმდეგ ბოლო წლებში გავრცელებულ დეზინფორმაციულ კამპანიებზე, ქვეყნის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე, ევროპულ მისწრაფებებსა და საერთაშორისო პარტნიორობაზე ისაუბრა.

როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, “ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს წინააღმდეგ:
მასშტაბური დეზინფორმაციული კამპანიები მიმდინარეობს, თუმცა გავრცელებული ნარატივები ხშირად მნიშვნელოვნად განსხვავდება ქვეყანაში არსებული რეალობისგან”.

“საქართველოს შესახებ ხშირად სხვადასხვა ნარატივს მოისმენთ, თუმცა ჩვენი გზავნილია – შეხედეთ ციფრებს: ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს, იმ პარტნიორობების მასშტაბს, რომელსაც საქართველო ავითარებს…
საქართველოს რეგიონსა და ევროპაში ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი აქვს – დაახლოებით 8%, რაც შთამბეჭდავი ციფრია. სწორედ ეს არის საუკეთესო პასუხი ყველა იმ მცდარ ნარატივზე, რომელსაც საქართველოს შესახებ ვისმენთ,” – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

სამინისტროს ინფორმაციითვე, საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე საუბრისას ბოჭორიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა დაკავშირებადობისა და შუა დერეფნის როლზე.

“შუა დერეფანი მხოლოდ დერეფანი, მხოლოდ ფიზიკური მარშრუტი არ არის – ეს არის სივრცე, სადაც ყველაფერი ეს ერთად იყრის თავს,” – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი განცხადებით, საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ევროპის უსაფრთხოების, კეთილდღეობისა და ეკონომიკური განვითარების ფართო კონტექსტში, განსაკუთრებით სამხრეთ კავკასიისა და დაკავშირებადობის მნიშვნელობის გათვალისწინებით.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოს წინაშე არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე და აღნიშნა, რომ საქართველოს რეგიონებში რუსეთის სამხედრო ძალების ყოფნა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, არსებული გეოპოლიტიკური კონტექსტი საქართველოსთვის შესაძლებლობებსაც ქმნის, მათ შორის მშვიდობისა და სტაბილურობის, ეკონომიკური განვითარების შენარჩუნებისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით.

ბოჭორიშვილმა ისაუბრა ევროკავშირთან ურთიერთობებზეც:
“ევროკავშირი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია და ასეთად დარჩება. ეს ჩვენთვის განსაკუთრებულად ემოციური საკითხია – ის დაკავშირებულია ჩვენს იდენტობასთან, ჩვენს ისტორიასთან, თუმცა, ამავდროულად, ჩვენი მომავალიცაა
თუ გაფართოებაზე ვსაუბრობთ და თუ სერიოზულად ვსაუბრობთ ევროპის უსაფრთხოებაზე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ სამხრეთ კავკასია რუკის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელსაც მნიშვნელობა აქვს როგორც ევროპის უსაფრთხოებისთვის, ისე მისი კეთილდღეობისთვის.
ჩვენ გვაქვს ევროპული მისწრაფება, თუმცა არ გვაქვს ევროპული ოჯახის ნაწილად ყოფნის გამოცდილება. ევროპას სურს გაფართოება, თუმცა არც ევროპას აქვს სამხრეთ კავკასიაში ყოფნის გამოცდილება. შესაბამისად, ორივე მხარეს გვჭირდება სწავლა და გამოცდილების გაზიარება. ამისთვის კი აუცილებელია ინტენსიური დიალოგი და ერთობლივი მუშაობა,” – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო პარალელურად ავითარებს პარტნიორულ ურთიერთობებს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონთან, რაც, მისი თქმით, ქვეყნის მნიშვნელოვანი როლის შემდგომ გაძლიერებას ემსახურება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ” ელენე ხოშტარიამ მთელი წელი გაატარა გისოსებს მიღმა, ეს არა გამონაკლისი, არამედ მეთოდია – დააპატიმრე ყველა, ვინც ხმამაღლა ამბობს, რომ ივანიშვილის მთავრობას მოსკოვს ემსახურება” – რასა იუკნევიჩიენე
  • ახალი ინფორმაცია 2026 წლის გამოცდებზე ჩაჭრილი და ზღვარგადალახული აბიტურიენტებისთვის
  • “მთლიანად რუს ტურისტებზე საქართველოს მიბმა „ქოცების“ დივერსიაა და შეგნებული მავნებლობების შედეგია ის, რომ ამას მე მაბრალებენ” – რას წერს მიხეილ სააკაშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge