პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტი, სადაც მთავრობის მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილ თამაზ ბორაშვილს უსმენენ, დაიხურა.
კომიტეტი მას შემდეგ დაიხურა, რაც სუს-ის ახალი უფროსობის კანდიდატმა სიტყვით გამოსვლა დაასრულა და სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმზე გადავიდა.
დღესვე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა გაიმართება.
კანონის თანახმად, პარლამენტი სუს-ის უფროსს სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 6 წლის ვადით ირჩევს.
