სასწავლო წელი დისტანციურ რეჟიმში დაიწყო თბილისის 24-ე საჯარო სკოლაში – მიზეზი დაუსრულებელი სარეაბილიტაციო სამუშაოებია.
პირველების ინმფორმაციით, 24-ე სკოლის რეაბილიტიცია ივნისის ბოლოს დაიწყეს, რომელიც წინა კვირას უნდა დასრულებულიყო, თუმცა მშობლებმა 15 სექტემბრამდე რამდენიმე დღით ადრე გაიგეს რომ რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თითქმის სამი თვე არ ეყოთ და მათი შვილები სწავლას საკლასო ოთახებში ვერ გააგრძელებდნენ.
ანალოგიური ვითარებაა რუსთავშიც. რუსთავის პირველ, მეორე და მე-16 საჯარო სკოლებში ათას რვაასამდე მოსწავლე სასწავლო წელს ჩვეულ რეჟიმში ისევ ვერ იწყებს.
