Tuesday, September 15, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home მოგზაურობა

თბილისის „ტრამპ თაუერის“ პროექტის მთავარი სამიზნე ქართველი მყიდველები არ არიან – ვინ შეიძენს თაუერის ბინების დიდ ნაწილს

September 15, 2026
თბილისის „ტრამპ თაუერის“ პროექტის მთავარი სამიზნე ქართველი მყიდველები არ არიან – ვინ შეიძენს თაუერის ბინების დიდ ნაწილს

სამშენებლო კომპანია „არქის“ პარტნიორი ისრაელელი დეველოპერი მენი ბენიში (ბინიაშვილი) ამბობს, რომ თბილისის „ტრამპ თაუერის“ პროექტის მთავარი სამიზნე ქართველი მყიდველები არ არიან.

თბილისში დაანონსებულია 2 მილიარდი დოლარის ღირებულების, ექვსი ცათამბჯენისგან შემდგარი კომპლექსის — The Downtown Tbilisi — მშენებლობა, რომლის მთავარი ნაწილი იქნება „ტრამპ თაუერი“. ისრაელის გამოცემა YNET წერს, რომ „ტრამპ თაუერი“ გახდება საქართველოს ყველაზე მაღალი შენობა, სადაც ძვირადღირებული აპარტამენტები ადგილობრივი ბაზრისთვის უპრეცედენტო ფასად გაიყიდება. მოსალოდნელია, რომ განაშენიანების საერთო ფართობი დაახლოებით 600,000 კვადრატული მეტრი იქნება. გენერალური გეგმა აერთიანებს ძვირადღირებულ რეზიდენციებს, ფეშენებელურ სასტუმროს, საოფისე და სავაჭრო ფართებს, რესტორნებს, გასართობ ცენტრებსა და პრემიუმ კლასის ბიზნეს ცენტრს.

პროექტი The Trump Organization-თან თანამშრომლობით ვითარდება. Archi Group და INVIA პროექტის მთავარი პარტნიორები და დეველოპერები არიან, Sapir Organization თანადეველოპერის სტატუსითაა ჩართული, ხოლო Block Stone Capital, Koba Ivanov Group და Villaro პროექტში, როგორც მინორიტარი ინვესტორები მონაწილეობენ. Trump Organization-თან კავშირი სწორედ პარტნიორთა ამ ჯგუფის მეშვეობით დამყარდა.

ბენიშის თქმით, გაყიდვების საწყისი ფასი კვადრატულ მეტრზე დაახლოებით 7 000 დოლარი იქნება, ხოლო ზედა სართულებზე 10 000 დოლარს მიაღწევს. მოგვიანებით, მშენებლობის პროგრესირებასთან ერთად, მისი ვარაუდით, ზოგიერთი ბინის ფასმა კვადრატულ მეტრზე შესაძლოა 15,000 დოლარსაც მიაღწიოს.

მისი თქმით, პროექტის დაანონსების შემდეგ პოტენციური მყიდველების თავდაპირველი სია უკვე ჩამოყალიბდა და ინტერესის მნიშვნელოვანი ნაწილი დუბაიდან მოდის — როგორც ადგილობრივი ბიზნესმენებისგან, ისე ემირატებში მცხოვრები უცხოელებისგან.

„თაუერში ბინებს ძალიან ცოტა ქართველი შეიძენს. უმეტესობა უცხოელები იქნებიან, რომლებიც ბინებს საინვესტიციოდ ყიდულობენ. ჩვენი სამიზნეები არიან დიპლომატები, ბიზნესმენები და ის ადამიანები, რომლებსაც საქართველოში ბიზნესი აქვთ და იქ არ ცხოვრობენ, მაგრამ საკუთარი ბინის ქონა სურთ“, — განუცხადა ბენიშმა YNET-ს.

ბენიშის თქმით, მხოლოდ Trump Tower-ი დაახლოებით 100,000 კვადრატულ მეტრს მოიცავს და მისი უშუალო სამშენებლო ღირებულება, ინტერიერის დიზაინისა და მოპირკეთების ხარჯების გარეშე, 200 მილიონ დოლარს გადააჭარბებს. ამჟამად მიმდინარეობს ტენდერი სამშენებლო კონტრაქტორის შესარჩევად და, სავარაუდოდ, უცხოური კომპანია შეირჩევა.

„საქართველოში ამ მასშტაბის პროექტის განხორციელების გამოცდილება არ არსებობს. განიხილებიან კომპანიები თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან“, — თქვა მან.

ბენიში Trump Tower-ის მარკეტინგს ისრაელშიც გეგმავს და უკვე გახსნა ოფისი ქალაქ ჰერცლიაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ესენი არიან რუსები, თანამედროვე ორჯონიკიძეები” – რას წერს თორნიკე რაზმაძე
  • ხვალიდან ამინდი იცვლება
  • ერთმანეთს სოფო ხორგუანი და თენზიზ შარმანაშვილი დაუპირისპირდნენ – ხმაური პარლამენტში

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge