Tuesday, February 24, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“გო­გოს გამო კონ­ფლიქტს გა­მოვ­რი­ცხავ… ალ­ბათ, ვი­ღა­ცას გა­და­ე­ფა­რა, სა­ვა­რა­უ­დო მკვლელს მი­რი­ა­ნი, მგო­ნი, არც იც­ნობ­და” – ცხვარიჭამიაში მოკლული ბიჭის მეგობარ

July 29, 2022
“გო­გოს გამო კონ­ფლიქტს გა­მოვ­რი­ცხავ… ალ­ბათ, ვი­ღა­ცას გა­და­ე­ფა­რა, სა­ვა­რა­უ­დო მკვლელს მი­რი­ა­ნი, მგო­ნი, არც იც­ნობ­და” – ცხვარიჭამიაში მოკლული ბიჭის მეგობარ

20 წლის მი­რი­ან კუ­კა­ვას მკვე­ლე­ლო­ბის საქ­მე­ზე შსს-მ 7 პირი და­ა­კა­ვა, მათ შო­რის არიან ირაკ­ლი ას­ლა­ნი­ძე, გი­ორ­გი კუ­ჭა­ვა და გი­ორ­გი ხო­რა­ვა. ინ­ფორ­მა­ცია უწყე­ბამ ცოტა ხნის წინ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცა­დე­ბა­ში და­ა­დას­ტუ­რა.

“ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის და ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, მიმ­დი­ნა­რე წლის 28 ივ­ლისს ცხვა­რი­ჭა­მი­ა­ში მომ­ხდა­რი, 2002 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ.კ.-ს მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტის გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, ხუ­ლიგ­ნო­ბის, ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბი­სა და და­ნა­შა­უ­ლის შეუტყობინებლობის ბრალ­დე­ბით 7 პირი და­ა­კა­ვეს.

პო­ლი­ცი­ამ და­ად­გი­ნა მკვლე­ლო­ბის ჩამ­დე­ნი პი­რის ვი­ნა­ო­ბა. მიმ­დი­ნა­რე­ობს აქ­ტი­უ­რი ოპე­რა­ტი­უ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი მისი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის დად­გე­ნი­სა და და­კა­ვე­ბის მიზ­ნით.

გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის, ხუ­ლიგ­ნო­ბის, ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბი­სა და და­ნა­შა­უ­ლის შეუტყობინებლობის ფაქ­ტებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე, 239-ე, 370-ე და 376-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს” – ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩხუ­ბი პირ­ვე­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი და მე-60 სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს შო­რის მოხ­და. ყო­ფი­ლი კლა­სე­ლე­ბი მე­გობ­რის – ქე­თა­თო არა­ბუ­ლის და­ბა­დე­ბის დღეს აღნიშნავდნენ, რა დრო­საც 20 წლის ახ­ლა­გაზ­რდას გულ­ში დანა ჩა­არ­ტყეს.

ცნო­ბი­ლია იმ ერთი ახალ­გაზ­რდის ვი­ნა­ო­ბაც, ვი­საც პო­ლი­ცია გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის­თვის ბრალს წა­უ­ყე­ნებს, თუმ­ცა ამ დრომ­დე უწყე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად მის და­კა­ვე­ბას არ ადას­ტუ­რებს.

და­ვით ჯი­ჯე­იშ­ვილს სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ეძე­ბენ.

ტრა­გე­დია ცხვა­რი­ჭა­მი­ა­ში იმ დროს დატ­რი­ალ­და, რო­დე­საც ახალ­გაზ­რდე­ბი და­ბა­დე­ბის დღეს ქე­თა­თო არა­ბუ­ლის სახ­ლში აღ­ნიშ­ნავ­დნენ. სა­ვა­რა­უ­დოდ, სწო­რედ სუფ­რა­ზე და­წყე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა გახ­და სის­ხლი­ა­ნი ან­გა­რიშს­წო­რე­ბის მი­ზე­ზი, რო­მე­ლიც უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დი­ით დას­რულ­და. მი­რი­ან კუ­კა­ვა მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბით ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, გარ­დაც­ვლი­ლი მკვლელს და მის სა­მე­გობ­როს არ იც­ნობ­და.

სა­ლო­მე აბა­ში­ძე, მი­რი­ა­ნის მე­გო­ბა­რი:

“მი­რი­ა­ნი ჩემი უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი იყო, ჯგუ­ფე­ლე­ბი ვი­ყა­ვით ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, დიზაინის ფა­კულ­ტეტ­ზე. გუ­შინ და­ბა­დე­ბის დღე­ზე რომ მი­დი­ო­და, შე­მეხ­მი­ა­ნა და მი­თხრა, იქე­დან ბი­ჭე­ბი პირ­და­პირ ფეს­ტი­ვალ “როკ­ვა­ზე“ მივ­დი­ვარ­თო. დავ­გეგ­მეთ, რომ აგ­ვის­ტო­ში ბა­თუმ­ში ერთად წავ­სუ­ლი­ყა­ვით. მალე ერ­თად გა­მო­ფე­ნის გა­კე­თე­ბას ვა­პი­რებ­დით და ისე უხა­რო­და – მე ორგანიზატორი ვარო, ასე ამ­ბობ­და. იქ რა მოხ­და, არა­ფე­რი ვიცი. ენით ვერ აღ­გი­წერთ, რო­გო­რი უთბილესი და პო­ზი­ტი­უ­რი იყო მი­რი­ა­ნი.

5 წუ­თი­თაც რომ და­ლა­პა­რა­კე­ბო­დით, არ არ­სე­ბობს, არ შეგ­ყვა­რე­ბო­დათ, ის ყვე­ლა­ზე უკონ­ფლიქ­ტო იყო. რა ჩხუ­ბი, რა შე­ლა­პა­რა­კე­ბა, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, არა­ფერ შუ­ა­ში იყო. ერ­თა­დერ­თი, ალ­ბათ, ვი­ღა­ცას გა­და­ე­ფა­რა, რომ და­ეც­ვა და ამი­ტომ გა­ი­მე­ტეს. მას ყვე­ლა უყ­ვარ­და, ყვე­ლა და­ჩაგ­რუ­ლი ეცო­დე­ბო­და. რო­გორც თქვეს, მკვლე­ლი და მისი სა­მე­გობ­რო ისე­თი ყა­ი­დის ხალ­ხია, ელემენტარულზე შე­ეძ­ლოთ აშა­რე­ბა. სა­ვა­რა­უ­დო მკვლელს მი­რი­ა­ნი, მგო­ნი, არც იც­ნობ­და.

ამ­ბო­ბენ, მან დანა პირ­და­პირ გულ­ში ჩა­არ­ტყა და მი­რი­ა­ნი ად­გილ­ზე გარ­დაც­ვლი­ლაო. გო­გოს გამო რამე კონ­ფლიქტს გა­მოვ­რი­ცხავ. ხე­ლო­ვა­ნი, თბი­ლი და უსაყ­ვარ­ლე­სი ადა­მი­ა­ნი იყო. სა­მე­გობ­როც ისე­თი კარ­გი ჰყავს, ისეთ წრე­ში ტრი­ა­ლებ­და, მათ­გან ცუდს ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დით, ყვე­ლა მიყ­ვარს, ვინც მი­რი­ა­ნის ირ­გვლივ იყო.

და­ბა­დე­ბის დღე­ზე 50 კაცი რომ ავი­და, ყვე­ლა მისი ახ­ლო­ბე­ლი და ნაც­ნო­ბი ვერ იქ­ნე­ბო­და, გუ­შინ ღა­მით 30 კაცი მა­ინც ჰყავ­დათ და­კი­თხვა­ზე. მი­რი­ა­ნი მთე­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ტკი­ვი­ლია, ყვე­ლა ლექ­ტო­რი იმას ამ­ბობ­და, – ეს ბიჭი გე­ნი­ო­სი­აო. აუ­დი­ტო­რი­ის კარს რომ შე­მო­ა­ღებ­და, იტყო­და, “მე მო­ვე­დი“ და ეს იყო მთე­ლი ცე­რე­მო­ნია, იყო დიდი ზე­ი­მი. მე­სა­მე კურ­სი­დან უნდა აგ­ვერ­ჩია სპეციალობა, მე ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ინს ვირ­ჩევ­დი და მი­თხრა, შენ თუ იქ წახ­ვალ, მეც მა­გას ავირ­ჩევ და შენ­თან ერ­თად ვიქ­ნე­ბი, ხომ იცი, რა ნი­ჭი­ე­რი ვარ, ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­მი­ვაო, – სულ ხუმ­რობ­და.

მთე­ლი აგ­ვის­ტო და­გეგ­მი­ლი გვქონ­და, წარ­მო­უდ­გე­ნელ შოკ­ში ვარ… იქ 17-18 წლის ბავ­შვე­ბიც იყვნენ და მა­გათ­თვი­საც რამ­ხე­ლა ტრა­გე­დი­აა ეს ამ­ბა­ვი. შა­ქა­რაც ხომ ანა­ლო­გი­უ­რად გა­ი­მე­ტეს… ბევ­რი მკვლე­ლო­ბა მომ­ხდა­რა, სა­მე­გობ­როს და­უ­მა­ლავს მკვლე­ლის ვი­ნა­ო­ბა, მაგ­რამ დარწმუნებული ვარ, ყვე­ლა მი­რი­ანს აირ­ჩევს, მის გვერ­დით დად­გე­ბა, სი­მარ­თლე არ და­ი­მა­ლე­ბა და მკვლე­ლი აუ­ცი­ლებ­ლად და­ის­ჯე­ბა. მი­რი­ა­ნი ვი­ღაც არ იყო, ამ ამ­ბავ­მა ასე ჩა­ი­ა­როს, ამას არა­ვინ არავის შე­არ­ჩენს.“

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სანიტარი, რომელმაც ბათუმის ერთ-ერთი კლინიკის საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილის მკვლელობა სცადა, დააკავეს
  • სუს-ი განცხადებას ავრცელებს
  • “რა თქმა უნდა, არც TV იმედი და არც POSTV ამის შედეგად სიმართლის საუბარს არ გააჩერებენ” – ლევან მაჭავარიანი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge