Tuesday, September 15, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

81 ათას პირს ქონების გადასახადის სახით, ჯამში, 22 მლნ. ლარის გადახდის ვალდებულება მოეხსნებათ

September 15, 2026
81 ათას პირს ქონების გადასახადის სახით, ჯამში, 22 მლნ. ლარის გადახდის ვალდებულება მოეხსნებათ

ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის შეღავათის გაფართოების შედეგად, დაახლოებით 81 000 გადამხდელს ბიუჯეტში ჯამურად 22 მლნ ლარის გადახდა აღარ მოუწევს.

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, შემოსავლების სამსახურის უფროსმა მამუკა ბარათაშვილმა განაცხადა, კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება იგეგმება, რის შედეგადაც მოქალაქეები ახალი შეღავათით უკვე მიმდინარე წელს შეძლებენ სარგებლობას.

„ფინანსთა სამინისტროსა და პარლამენტის ერთობლივი მუშაობის შედეგად ქონების გადასახადში მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება. კერძოდ, მომზადებულია კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს 40 000-ლარიანი შემოსავლის ზღვრის 100 000 ლარამდე გაზრდას. ეს ნიშნავს, რომ 40 000-დან 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახები სრულად გათავისუფლდებიან ქონების გადასახადისგან. დღეის მდგომარეობით, ეს 81 000 გადამხდელს შეეხება, რომელთა ბიუჯეტში გადასახდელი თანხა დაახლოებით 22 მლნ ლარს შეადგენდა. ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, მათ ამ თანხის გადახდა აღარ მოუწევთ.

მნიშვნელოვანია, რომ ცვლილებები დაჩქარებული წესით იქნეს ინიცირებული, რაც ნიშნავს იმას, რომ უკვე წელს მოახერხებენ ფიზიკური პირები ამ შეღავათით სარგებლობას.

ფიზიკურ პირთა ქონების დეკლარირების ვადა 1-ელ ნოემბერს იწურება, ხოლო გადახდის ვადა სავარაუდო თარიღი 15 ნოემბერია“, – განაცხადა მამუკა ბარათაშვილმა.

ცნობისთვის, ამ დროისთვის ქონების გადასახადი უწევს პირს, თუ მისი ან ოჯახის შემოსავალი წლიურად 40 000 ლარს აღემატება.

ის, რომ ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის ზღვარი 100 ათას ლარამდე იზრდება, საპარლამენტო უმრავლესობის გუშინდელი სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “კოლეგებად დავრჩებით” – რას ეუბნება პაპუაშვილი გახარიას გუნდს
  • კორუფციამ ციფრულ სამყაროშიც შეაღწია
  • დანგრეული სკოლა და 5 წელი დახმარების მოლოდინში – რა ხდება თბილისის მე-13 საჯარო სკოლაში

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge