ქონების გადასახადის თაობაზე წინა წელს მოქალაქეებს გარკვეული წუხილი ჰქონდათ, გადაწყვეტილება იმის გამოძახილია, რომ მათ შევუმსუბუქოთ ის გადასახადი, რასაც იხდიდნენ, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ხელაძემ განაცხადა.
მისი შეფასებით, მზარდმა ეკონომიკურმა ტენდენციებმა მოქალაქეებში მაღალი შემოსავალი გააჩინა.
„დღეს მოქმედი კანონით, ქონების გადასახადს ისეთი ოჯახები იხდიან, რომელთაც წლის განმავლობაში 40 ათასს ლარზე მეტი შემოსავალი ჰქონდათ. ზედა ზღვარი იცვლება 40 ათასის შემთხვევაში, მოქალაქეები ქონების გადასახადს აღარ გადაიხდიან. 100 ათასის ლარის შემოსავლის შემთხვევაში კი, გადაიხდიან – ერთი პროცენტის ოდენობით. მზარდმა ეკონომიკურმა ტენდენციებმა მოქალაქეებში მაღალი შემოსავალი გააჩინა. წინა წელს, ქონების გადასახადის თაობაზე, მოქალაქეებს გარკვეული წუხილები ჰქონდათ. ეს გადაწყვეტილება იმის გამოძახილია, რომ მათ ის გადასახადი შევუმსუბუქოთ, რასაც ისინი იხდიდნენ“, – აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.
