81 000 გადამხდელს შეეხება ეს შეღავათი – მათ მიერ ბიუჯეტში გადასახდელი თანხა, დაახლოებით, 22 მილიონ ლარს შეადგენდა – ამის შესახებ მამუკა ბარათაშვილმა განაცხადა.
81 000 პირი ქონების გადასახადისგან თავისუფლდება, 40 000-ლარიანი ზღვარი უქმდება. ქონების გადასახადს მხოლოდ 100 000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე მოქალაქეები გადაიხდიან.
კანონპროექტის განხილვა პარლამენტში დაჩქარებული წესით მიმდინარეობს. ცვლილება პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის, მამუკა ბარათაშვილის განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილება, ფიზიკური პირები აღნიშნული შეღავათით სარგებლობას წლევანდელი წლიდან მოახერხებენ.
“40 000-დან 100 000-მდე შემოსვლის მქონე ოჯახები სრულად გათავისუფლდებიან ქონების გადასახადისაგან. დღეის მდგომარეობით, 81 000 გადამხდელს შეეხება ეს შეღავათი, რომელთა ბიუჯეტში გადასახდელი თანხა შეადგენდა, დაახლოებით, 22 მილიონ ლარს. ამ ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, მათ ამ თანხის გადახდა აღარ მოუწევთ.
მნიშვნელოვანი ცვლილებები დაჩქარებული წესით არის ინიცირებული, რაც ნიშნავს იმას, რომ უკვე წელს მოახერხებენ ფიზიკური პირები ამ შეღავათით სარგებლობას”, – განაცხადა მამუკა ბარათაშვილმა.
