Wednesday, September 16, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ვინ იქნება ამ თანამდებობაზე, მნიშვნელობა არ აქვს, ისინი შეასრულებენ ბიძინა ივანიშვილის დავალებებს…” – ლევან ბეჟაშვილი

September 15, 2026
“ვინ იქნება ამ თანამდებობაზე, მნიშვნელობა არ აქვს, ისინი შეასრულებენ ბიძინა ივანიშვილის დავალებებს…” – ლევან ბეჟაშვილი

კონკრეტულად, ვინ იქნება სუს-ის უფროსის თანამდებობაზე, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ყველამ ვიცით, რომ ეს ადამიანი შეასრულებს იმ დავალებებს, რომელსაც „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი განუსაზღვრავს – ვფიქრობ, პროფესიული ღირსების საქმეა სუს-ის რიგითმა თანამშრომლებმა მაინც გაითვალისწინონ, რომ რუსი ოლიგარქის მსახურება არ ნიშნავს ქართველი ხალხის წინაშე სამსახურის მოხდას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რითაც სუს-ის უფროსის თანამდებობიდან გელა გელაძის გადადგომას და ამ პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურის წარდგენას გამოეხმაურა.

როგორც ლევან ბეჟაშვილმა აღნიშნა, სუს-ის უფროსის ხშირი ცვლილება მიუთითებს იმ სისტემურ ჩამოშლაზე, რომელიც რაღაც ელემენტების სახით შეიძლება არსებობდა უწყებაში.

„სამწუხაროდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კლასიკური გაგებით, ისინი არ ემსახურებიან საქართველოს სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს, საქართველოს მოქალაქეებს და უკვე წლების განმავლობაში გადაქცეულნი არიან ბიძინა ივანიშვილის ოხრანკად, ამიტომ, კონკრეტულად, ვინ იქნება ამ თანამდებობაზე, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ყველამ ვიცით, რომ ეს ადამიანი შეასრულებს იმ დავალებებს, რომელსაც „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი განუსაზღვრავს. იმავდროულად, ამ უწყების ხელმძღვანელის ასეთი ხშირი ცვლილებები და ბოლო ხელმძღვანელმა გაძლო მხოლოდ და მხოლოდ 4 თვე, ნათლად მიუთითებს იმ სისტემურ ჩამოშლაზე, რომელიც რაღაც ელემენტების სახით შეიძლება არსებობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. მე ვფიქრობ, პროფესიული ღირსების საქმეა სუს-ის რიგითმა თანამშრომლებმა მაინც გაითვალისწინონ, რომ მსახურება რუსი ოლიგარქის, მსახურება ბიძინა ივანიშვილის არ ნიშნავს ქართველი ხალხის წინაშე ვალის და სამსახურის მოხდას, არ ნიშნავს სახელმწიფო სამსახურში ყოფნას, ისინი გაითვალისწინებენ თავიანთ საქმიანობას და არ იქნებიან პოლიტიკური დავალებების ბრმა შემსრულებლები იმიტომ, რომ ყველა მათგანს დაელოდება ის მომავალი, რაც „ქართული ოცნების“ მიერ დანიშნულ ამ უწყების ხელმძღვანელებს უკვე გადახდათ თავს“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

შეგახსენებთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა წარადგინა. ის სუს-ში, ამავე სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. რაც შეეხება გელა გელაძეს, რომელიც მანამდე ხელმძღვანელობდა სუს-ს, მან თანამდებობის დატოვების შესახებ სოციალურ ქსელში თავად დაწერა. გელა გელაძე შს მინისტრის მოადგილის პოსტზე გააგრძელებს მუშაობას.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ბაღლინჯოები და ტარაკნები საკნებში” – ადვოკატები ციხეში არსებულ ვითარებაზე საუბრობენ
  • ზემო ლარსზე რუსეთის მხრიდან სატვირთო ავტომობილების რაოდენობა სამ დღეში 73%-ით გაიზარდა
  • „სითი მოლთან“ მიმდინარე სატრანსპორტო კვანძის რეკონსტრუქციის სამუშაოები ბოლო ეტაპზეა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge