15 სექტემბერს ქუთაისში ხანმოკლე წვიმა იქნება, დღისით +27 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.
ხანმოკლე წვიმა იქნება ოზურგეთშიც. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.
ბათუმშიც ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი დღეა ფოთში. დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი.
ზუგდიდშიც ნალექიანი ამინდია, ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.
სოხუმში წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, +24 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში წვიმიანი დღეა, დღისით +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც წვიმას ამინდს ელოდებიან. ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც იწვიმებს. დღისით +24 გრადუსი, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში მცირე ნალექია მოსალოდნელი, დღისით +28 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი იქნება.
ახალქალაქშიც იწვიმებს, დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი იქნება.
ბორჯომშიც ნალექია მოსალოდნელი, +28 იქნება დღისით, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმაა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.
მცირე ნალექს ელოდებიან გორში, დღისით +27გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.
ცხინვალში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში წვიმაა მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება.
ომალოშიც იწვიმებს. დღისით +22 ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.
თელავშიც წვიმაა ნავარაუდევი. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.
უნალექო დღეა გურჯაანში, დღისით +31 გრადუსი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.
სიღნაღში დღისით +30 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. დღისით +31 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც მცირე ნალექს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +17 გრადუსი იქნება.
