Tuesday, September 15, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

“ბრალდების მხარე გრიგოლ ლილუაშვილს 4 ეპიზოდს ედავება, თუმცაღა, 4 მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს იმის დასადასტურებლად, რომ მან რეალურად ჩაიდინა დანაშაული” – რას ამბობს ადვოკატი

September 15, 2026
“ბრალდების მხარე გრიგოლ ლილუაშვილს 4 ეპიზოდს ედავება, თუმცაღა, 4 მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს იმის დასადასტურებლად, რომ მან რეალურად ჩაიდინა დანაშაული” – რას ამბობს ადვოკატი

ბრალდების მხარე გრიგოლ ლილუაშვილს 4 ეპიზოდს ედავება, თუმცაღა, 4 მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს იმის დასადასტურებლად, რომ მან რეალურად ჩაიდინა დანაშაული, – ამის შესახებ კორუფციულ დანაშაულში ბრალდებულ, სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატმა ლანა ცერცვაძემ განაცხადა.

ის ამ წუთებში სასამართლოში დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს.

„ერთადერთი, სახეზე გვაქვს რომეო მიქაუტაძის ცრუ ჩვენება და ესეც სრულად ანულირებულია დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით. არაერთი მსჯელობა გვაქვს დღევანდელ დასკვნით სიტყვაში წარმოდგენილი სამართლებრივი თვალსაზრისით და ჩვენ ვთვლით, რომ ამ მსჯელობებით და ჩვენს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით სრულად გაბათილდება ის პოზიცია, რაც ბრალდების მხარემ წარმოადგინა სასამართლოში თავის საბრალდებო დასკვნით სიტყვაში.

იმედი გვაქვს იმის, რომ სასამართლო არის ის რგოლი, რომელიც იმსჯელებს ფაქტებზე და მხოლოდ ერთადერთ გადაწყვეტილებას გამოიტანს და ეს იქნება გამამართლებელი განაჩენი, რადგან სამართლებრივი მსჯელობისგანაა დაცლილი ის ბრალდება, რასაც ბრალდების მხარე გრიგოლ ლილუაშვილს ედავება“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ცნობისთვის, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ცალსახად გამოჩნდა, რომ სახელმწიფო ინსტიტუციებს თანამდებობის პირებს არგებენ” – შალვა კერესელიძე
  • თბილისში “ტრამპ თაუერის” პრეზენტაციას დონალდ ტრამპის შვილი არ დაესწრება
  • რა განცხადებას ავრცელებს ირაკლი კობახიძე მაია ბითაძის კულტურის მინისტრად დანიშვნაზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge