Monday, September 14, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

16 და 17 სექტემბერს მდინარე არაგვის ხიდებზე მოძრაობა დროებით, მონაცვლეობით შეიზღუდება –

September 14, 2026
16 და 17 სექტემბერს მდინარე არაგვის ხიდებზე მოძრაობა დროებით, მონაცვლეობით შეიზღუდება –

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 16 და 17 სექტემბერს მდინარე არაგვის ხიდებზე მოძრაობა დროებით, მონაცვლეობით შეიზღუდება.

კერძოდ, მათივე ცნობით, 16 და 17 სექტემბერს, 05:00-დან 07:00 საათამდე, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, მდინარე არაგვზე არსებულ სახიდე გადასასვლელებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით, მონაცვლეობით შეიზღუდება.

„საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შეზღუდვა აუცილებელია თბილისი–სენაკისა და სენაკი–თბილისის მიმართულებებზე არსებული ხიდების ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევის სამუშაოების ჩასატარებლად.

სამუშაოები მოიცავს ხიდების სტატიკურ და დინამიკურ გამოკვლევას. სამუშაოები ორ ეტაპად ჩატარდება და მოძრაობა ალტერნატიულ მარშრუტებზე გადაერთვება.

16 სექტემბერს, 05:00-დან 07:00 საათამდე, მოძრაობა შეიზღუდება თბილისი–სენაკის მიმართულებით. ავტოტრანსპორტის მოძრაობა მე-19 კმ-დან გადაერთვება ზაჰესი–მცხეთა–კავთისხევი–გორი–სკრა–ქარელი–ოსიაურის საავტომობილო გზაზე. ამავე პერიოდში სენაკის მიმართულებით ჩაიკეტება ზაჰესის, წიწამურისა და წიწამურის ხევის სატრანსპორტო კვანძებზე არსებული შესაბამისი პანდუსები.

17 სექტემბერს, 05:00-დან 07:00 საათამდე, მოძრაობა შეიზღუდება სენაკი–თბილისის მიმართულებით. ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება ნარეკვავი–მცხეთა–რკინიგზის სადგურისა და ზაჰესი–მცხეთა–კავთისხევი–გორი–სკრა–ქარელი–ოსიაურის საავტომობილო გზებზე და ზაჰესის სატრანსპორტო კვანძის გავლით დაუკავშირდება თბილისი–სენაკი–ლესელიძისა და თბილისის შემოსავლელ საავტომობილო გზებს.

მოძრაობის დროებითი შეზღუდვისა და გადართვის პერიოდში ადგილზე გატარდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისთვის საჭირო ღონისძიებები.

არსებული ხიდის პარალელურად ახალი ხიდის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. მისი ექსპლუატაციაში გაშვება მიმდინარე წელს იგეგმება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • თელავში, შეიარაღებულმა პირებმა 70 წლამდე ქალი დააყაჩაღეს
  • “პარლამენტში თამაზ ბორაშვილის სუს-ის ხელმძღვანელად კენჭისყრა ოთხშაბათს გაიმართება” – შალვა პაპუაშვილი
  • ბედნიერება ციფრული ეპოქის მიღმა – როგორ ცხოვრობს ქალი, რომელმაც 21-ე საუკუნეზე უარი თქვა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge