Monday, September 14, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

2026 წლის 8 თვეში საქართველოს საზღვაო, სარკინიგზო და საავიაციო გადაზიდვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

September 14, 2026
2026 წლის 8 თვეში საქართველოს საზღვაო, სარკინიგზო და საავიაციო გადაზიდვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სექტორში ბოლო ათწლეულის რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა. წინასწარი მონაცემებით, ისტორიული მაქსიმუმი გაუმჯობესდა როგორც საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში, ისე სარკინიგზო გადაზიდვებსა და სამოქალაქო ავიაციაში.

საქართველოს საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში ჯამურად გადამუშავებულმა ტვირთების რაოდენობამ 13.7 მილიონი ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24%-ით მეტია. ეს მაჩვენებელი ბოლო 10 წლის განმავლობაში იანვარ-აგვისტოს პერიოდის ყველაზე მაღალი შედეგია, ამასთან, მატება დაფიქსირდა ტვირთის ყველა კატეგორიაში. ამავე პერიოდში ნავსადგურებში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობამ 554,174 TEU შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 9%-ით გაზრდილი მაჩვენებელია და ასევე ათწლეულის რეკორდს წარმოადგენს.

სარკინიგზო სექტორში ჯამურად გადაზიდული ტვირთების რაოდენობამ 9.7 მილიონ ტონას მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 11%-ით აღემატება. განსაკუთრებით აღსანიშნავია უშუალოდ ტრანზიტის რეჟიმში გადაზიდული ტვირთების მოცულობა, სადაც 14%-იანი ზრდა დაფიქსირდა. აღნიშნული შედეგი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოსა და შუა დერეფნის მზარდ როლს საერთაშორისო სატრანსპორტო დაკავშირებადობაში.

რაც შეეხება საჰაერო კარგოს, ამ სეგმენტში ტვირთბრუნვის კუთხით, აეროპორტების მიერ გადამუშავდა 29.3 ათასი ტონა ტვირთი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 30%-ით აღემატება და ასევე ათწლეულის რეკორდია.

საავიაციო სექტორში დადებითი დინამიკაა მგზავრთგადაყვანის მიმართულებითაც. საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები საანგარიშო პერიოდში 5.7 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც გასულ წელთან შედარებით 1%-ით მეტია და ბოლო ათწლეულის მანძილზე, წლის პირველი 8 თვის ჭრილში ყველაზე მაღალ შედეგს წარმოადგენს. ამასთან, უშუალოდ აგვისტოში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობით თვიურ ჭრილშიც ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რა ქონებას ფლობს გელა გელაძის ოჯახი
  • პროკურორი განმარტავს, რატომ გაუფორმდათ საპროცესო შეთანხმება ჯუანშერ ბურჭულაძეს და მის გარემოცვას
  • “გარჩევების დრო არ არის, ჯერ ესენი მოვიშოროთ და მერე იქნებ ჩემით გაგშორდეთ და კისერიც გიტეხიათ…” – რას ამბობს მიხეილ სააკაშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge