ჯარის ძარცვის საქმეზე, თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, ჯუანშერ ბურჭულაძესთან საპროცესო შეთანხმება ფორმდება.
დღეს, 14 სექტემბერს სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება 12:00 საათზე გაფორმდება.
საპროცესო ბურჭულაძესთან ერთად, ფორმდება მის ყოფილ მოადგილესთან, გიორგი ხაინდრავასთან და და ვასილ მხეიძესთან, რომელიც თავდაცვის ყოფილი მინისტრის ცოლის ძმაა.
ჯარის ძარცვის საქმეზე ჯუანშერ ბურჭულაძეს 10 წლიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული; გიორგი ხაინდრავას და ვასილ მხეიძეს კი 8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.
რამდენიმე წუთის წინ, გიორგი ხაინდრავას ადვოკატმა, სალომე ივანიშვილმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირთან საპროცესო შეთანხმება შედგა, თუმცა რა პირობები აქვს ბრალდების მხარეს, იურისტი ამას ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს.
