Saturday, September 12, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“სოციალური სამართლიანობის ცენტრის” დირექტორი გიორგი ბარამიძის დაკავებას სამართლებრივ აბსურდს უწოდებს

September 11, 2026
“სოციალური სამართლიანობის ცენტრის” დირექტორი გიორგი ბარამიძის დაკავებას სამართლებრივ აბსურდს უწოდებს

“სოციალური სამართლიანობის ცენტრის” დირექტორის, თამთა მიქელაძის შეფასებით, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის დაკავება “სამართლებრივი აბსურდია”. 

მისი თქმით, თუნდაც უსაფუძვლო, სულელური, შეურაცხმყოფელი, მიუღებელი აზრის გამო ადამიანის დაპატიმრება არის “წარმოუდგენელი გადახვევა სამართლებრივი ჩარჩოდან”.

თამთა მიქელაძე აღნიშნავს, რომ ირონიული და დაუჯერებელია, რომ ამას აკეთებს პოლიტიკური მმართველობა, “რომელმაც საპარლამენტო კომისიის ფარგლებში თავად გადააფასა ჩვენი უახლესი ისტორია”.

გიორგი ბარამიძემ რა თქვა ამის შინაარსობრივი და ისტორიული განხილვა ახლა გვერდზეა გადასადები.

ადამიანის დაპატიმრება 34 წლის წინანდელ ომზე ისტორიულ გადაცემაში გაკეთებული მოსაზრების გამო, რომელზეც მან ბოდიშიც მოიხადა, არის სამართლებრივი აბსურდი.

პროკურატურის მხრიდან აპელირება, რომ ამ განცხადებამ საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტი და იმიჯი შელახა, ასევე შექმნა საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო საინფორმაციო კამპანიის საფუძველი და შელახა ვეტერანების ღირსება, არ არის სამართლებრივი კატეგორიის საკითხი. შეეძლოთ კონკრეტულ პირებს სამოქალაქო დავის ფარგლებში ცილისწამებისთვის ეჩივლათ ბარამიძისთვის. აპელირება იმაზე, რომ ამ განცხადების გამოყენება მოხდება საერთაშორისო იურიდიული პროცედურების დონეზე ასევე დაუსაბუთებელია. აფხაზეთის ომთან დაკავშირებით არანაირი საერთაშორისო იურიდიული პროცედურები არ მიმდინარეობს და იმ დროს ბარამიძე არ იყო გადაწყვეტილების მიმღები ფიგურა, რომ მის სიტყვას ასეთი წონა ჰქონდეს, რომ სამართლებრივი შედეგები შეცვალოს.

ამიტომ აზრის, თუნდაც უსაფუძვლო, სულელური, შეურაცხმყოფელი, მიუღებელი აზრის გამო ადამიანის დაპატიმრება არის წარმოუდგენელი გადახვევა სამართლებრივი ჩარჩოდან.

თან, ნახეთ, რა არის საბოტაჟის შემადგენლობა:

პირველი ელემენტი: საქართველოს დასუსტების მიზნით სახელმწიფო ან სხვა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ან სამსახურის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა.

მეორე ელემენტი: საქართველოს დასუსტების მიზნით საწარმოს, სატრანსპორტო, კავშირგაბმულობის ან მასობრივი მაუწყებლობის საშუალების, გზის, ნაგებობის, ტექნიკის, დოკუმენტის, დიდი რაოდენობით სტრატეგიული ნედლეულის, მასალის ან პროდუქციის, აგრეთვე მოსახლეობისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელი, საზოგადოებრივი უშიშროების ან წესრიგის დაცვისათვის განკუთვნილი ან სხვა განსაკუთრებული დანიშნულების ობიექტის დაზიანება, მწყობრიდან გამოყვანა ან განადგურება.

მესამე ელემენტი: იგივე ქმედება ჩადენილი აფეთქებით, ცეცხლის წაკიდებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით, აგრეთვე ბირთვული ენერგიის კონტროლიდან გამოყვანა, ეპიდემიის ან ეპიზოოტიის გავრცელება, მასობრივი მოწამვლა ანდა სხვა ქმედება, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან მისი ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია

რომელი ამ შემადგენლობიდან შეიძლება იყოს სახეზე, თეორიულადაც კი განსახილველ საქმეზე?

აღარაფერს ვიტყვი იმაზე, რომ „საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ დანაშაულებს“ პროპაგანდისტულად „სამშობლოს ღალატი“ დაარქვეს 2025 წლის აპრილს, რომ სისხლის სამართლის მართლმსაჯულების კიდევ უფრო მეტი პოლიტიზაცია და პროპაგანდისტული ექსპლუატაცია მოხდეს.

როგორი ირონიულია და დაუჯერებელი, რომ ამას აკეთებს პოლიტიკური მმართველობა, რომელმაც საპარლამენტო კომისიის ფარგლებში თავად გადააფასა ჩვენი უახლესი ისტორია და ომის საკითხი და ინსტიტუციონალიზება გაუკეთა საკუთარი სახელმწიფოს ბრალეულობის აღიარებას,” – წერს თამთა მიქელაძე. 

პროკურატურამ გიორგი ბარამიძეს ბრალი საბოტაჟის მუხლით წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას მოითხოვს.

პოლიტიკოსის დაკავების საბაბად საგამოძიებო ორგანო  ივლისში იაგო ხვიჩიას გადაცემა „საქართველოს დაბადებაში“ აფხაზეთის ომის შესახებ გაკეთებული განცხადებას ასახელებს.

ბარამიძე საკუთარ სახლში დღეს, 11 სექტემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე დააკავეს.

„გიორგი ბარამიძეს ბრალდება სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ფაქტზე წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – განაცხადეს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე. 

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ჩვენი პატარა ვარსკვლაბიჭუნა აღარ არის“ – ტრაგიკულად დაღუპულ 20 წლის ბიჭს გლოვობენ
  • „ეს სიტყვა არ თქვათ“ – გოგა მანია საზოგადოებას აფრთხილებს
  • 12 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge