Friday, September 11, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ბარამიძის დაკავება ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან მორიგი ცინიკური რეპრესიის უტიფარი მაგალითია”- გიგა ბოკერია

September 11, 2026
“ბარამიძის დაკავება ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან მორიგი ცინიკური რეპრესიის უტიფარი მაგალითია”- გიგა ბოკერია

გიორგი ბარამიძის დაკავება ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან მორიგი ცინიკური რეპრესიის უტიფარი მაგალითია. ეს ნაბიჯი მხოლოდ ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით მისი პოლიტიკური ოპონენტების დევნას და საზოგადოების დეზორიენტირების ამოცანას ემსახურება, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია სოციალურ ქსელში წერს.

ბოკერიას განცხადებით, თუ უპასუხისმგებლო კომენტარები და გამონათქვამები შეიძლება სამართლებრივი დევნის საფუძველი გახდეს, „მაშინ ივანიშვილის რეჟიმის უამრავი წარმომადგენელი, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი, დიდი ხანია ციხეში უნდა იჯდეს“.

„სიტყვის თავისუფლება იცავს სრულიად უპასუხისმგებლო, ბრიყვულ და თუნდაც მავნებლურ კომენტარებსა და გამონათქვამებსაც.

გია ბარამიძემ, ჩემი აზრით, გაუაზრებლად, კატასტროფულად უპასუხისმგებლო კომენტარი გააკეთა, რის გამოც მკაცრ პოლიტიკურ შეფასებას იმსახურებდა და არა სისხლის სამართლებრივ დევნას.

მისგან განსხვავებით, ივანიშვილის რეჟიმი წლებია გააზრებულ, მიზანმიმართულ პროპაგანდას აწარმოებს მტრის ნორმალიზების სასარგებლოდ და საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ.

პოლიტიკაში მოსვლის წამიდან დაწყებული, პირადად ივანიშვილი და მისი გარემოცვა ეწევა მოღალატეობრივ კამპანიას საქართველოს პირდაპირი დადანაშაულებით 2008 წლის რუსული აგრესიისას – სლოგანით „მძინარე ცხინვალის დაბომბვაზე“ და პირადად ივანიშვილის განცხადებით იმაზე, რომ არანაირ აგრესიას არ ჰქონია ადგილი ცხინვალის რეგიონში – „მხოლოდ ერთ კედელს მოხვდა ჭურვიო“, – გაგრძელებული ბოდიშის მოხდით „აფხაზი და ოსი“ ხალხის წინაშე, ანუ 90-იანებში წარმოებული რუსული სამხედრო აგრესიისა და ქართველთა გენოციდის პერიოდშიც, ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს დადანაშაულებით.

თუ უპასუხისმგებლო კომენტარები და გამონათქვამები შეიძლება სამართლებრივი დევნის საფუძველი გახდეს, მაშინ ივანიშვილის რეჟიმის უამრავი წარმომადგენელი, მათ შორის, პირველ რიგში, პირადად ბიძინა ივანიშვილი, დიდი ხანია ციხეში უნდა იჯდეს ამ მიზანმიმართული, ამაზრზენი პროპაგანდის გამო.

ამ სამარცხვინო რეჟიმის დამარცხების შემდეგ, საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ამოცანა უნდა გახდეს ისეთი მართლმსაჯულების სისტემის შექმნა, რომელიც გამორიცხავს ნებისმიერი ხელისუფლების ხელში სახელმწიფო მანქანის პოლიტიკური ოპონენტებისა და სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ გამოყენებას.

ხელისუფლების რესურსი მისი პოლიტიკური ოპონენტების დევნის ნაცვლად, ქვეყნის შიგნით მტრის ინფილტრაციის განადგურებაზე, თავდაცვის გაძლიერებაზე და თავისუფალ სამყაროში ძლიერი მოკავშირეების შეძენაზე უნდა იხარჯებოდეს.

მხოლოდ ამ გზით შევძლებთ გარე საფრთხის განეიტრალებას, ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და თავისუფლების დაცვას და საქართველოს გამთლიანებას”, – წერს გიგა ბოკერია.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პროკურორი ადასტურებს, რომ დახურულ სხდომაზე ლილუაშვილს კითხვები ღარიბაშვილზეც დაუსვეს
  • “ეს ტრაგედია თავზარს გვცემს ყველას”- ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
  • როგორ ეხმიანება ნანუკა ჟორჟოლიანი გიორგი ბარამიძის დაკავებას

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge