Friday, September 11, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

გრიგოლ ლილუაშვილმა დუმილი დაარღვია – რა უთხრა გამოძიებას სუს-ის ყოფილმა უფროსმა

September 11, 2026
რატომ დახურეს გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე სასამართლო სხდომა – პროკურორის განმარტება

7 საათიანი ჩვენება და არც ერთი პოლიტიკური განცხადება –  9 თვიანი დუმილი გრიგოლ ლილუაშვილმა დღეს დაარღვია, თუმცა “პირველების” ინფპრმაციით, სუს-ის ექს-შეფმა საქმის მხოლოდ სამართლებრივ მხარეზე ისაუბრა.

ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, დაკავებული ექს-მაღალჩინოსანი უარყოფს ყველა წაყენებულ ბრალდებას, ამტკიცებს, რომ ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილესთან, რომეო მიქაუტაძესთან კავშირი არ ქონია, “ქოლცენტრებს” არ მფარველობდა და არც ქრთამს იღებდა.

ამასთან TV პირველისთვის ცნობილი ხდება, რომ პროკურორმა ლილლუაშვილს ირაკლი ღარიბაშვილზეც დაუსვა კითხვა, თუმცა ამ დროის მონაცემებით ლილუაშვილს ყოფილ-პრემიერზე არ უსაუბრია.

ლილუაშვილის ადვოკატის, ლანა ცერცვაძის განცხადებით, დღეს გამოკითხულმა “მნიშვნელოვანმა მოწმემ” რომეო მიქაუტაძის გრიგოლ ლილუაშვილთან შეხვედრა გამორიცხა.

რომეო მიქაუტაძე ნამდვილად არ იყო ის პირი, რომელსაც რაიმე ახლო ან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა ბატონ გრიგოლ ლილუაშვილთან, მით უფრო იმის ფონზე, როდესაც ისედაც საჯარო სივრცეებშიც გავრცელებული იყო არაერთი საეჭვო ინფორმაცია.

რომეო მიქაუტაძე საერთოდაც თვითონ ასახელებს, რომ საერთოდ არ ჰქონდა გრიგოლ ლილუაშვილთან კარგი ურთიერთობა”, – განაცხადა ადვოკატმა.

რაც შეეხება კითხვას, თუ გრიგოლ ლილუაშვილი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, მაშინ რას უკავშირებს მის დაკავებას ადვოკატმა თქვა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი სასამართლოს სამართლიან გადაწყვეტილებას ელოდება.

„ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი ამ დრომდე სამართლებრივ ასპექტში საუბრობს. დღესაც მისი ჩვენება მხოლოდ სამართლებრივ ასპექტებზე იყო დაყრდნობილი, არანაირი სახის პოლიტიკური შეფასებები, როგორც ასეთი, არ გაკეთებულა მისი ჩვენების დროს, სხვა დანარჩენი პოლიტიკური შეფასება ჩვენი, როგორც იურისტების მიმართულებაც არ არის.

მე ვერც ვადასტურებ და ვერ უარვყოფ მის დაკავებასთან დაკავშირებით პოლიტიკურ ასპექტებს. მე, როგორც იურისტი, ცალსახად ვხელმძღვანელობ მხოლოდ სამართლებრივი დოკუმენტაციით. თვითონაც ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი როგორც კანონმორჩილი მოქალაქე, ელოდება სასამართლოს სამართლიან გადაწყვეტილებას და მხოლოდ სამართლებრივ ასპექტებთან დაკავშირებით აკეთებს აქცენტებს”, – აღნიშნა ცერცვაძემ.

ადვოკატი ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით დასმულ კითხვასაც პასუხობს, ცერცვაძის განცხადებით, ღარიბაშვილი მხოლოდ ზოგად კონტექსტში ახსენეს.

იურისტმა ლილუაშვილის თანაშემწის გამოკითხვის დეტალებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მოწმემ რომეო მიქაუტაძის მიერ მიცემული ჩვენების აბსურდულობა დაადასტურა:

დღეს ჩვენ დავკითხეთ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მოწმე, რომელიც არის ბატონ გრიგოლ ლილუაშვილის თანაშემწე და რომელსაც რომეო მიქაუტაძე ასახელებდა, რომ ეს არის ადამიანი, რომელმაც უშუალოდ დაინახა, რომ მისაღებში ელოდებოდა ბატონ გრიგოლ ლილუაშვილს.

აღნიშნულმა პირმა სრული სიზუსტით, თანმიმდევრულად, ზედმიწევნით გადმოსცა სასამართლოს ინფორმაცია, რომ მსგავს ფაქტს საერთოდ არ ჰქონია ადგილი. უფრო მეტიც, მან თავისი კალენდარიც კი წარმოადგინა სასამართლოს წინაშე, თუ რომელ დღეს იყო მორიგე, კონკრეტულ დღეს რომ იყო ნამდვილად მორიგე და დასახელებული პირი ნამდვილად რომ არ არის ნამყოფი გრიგოლ ლილუაშვილთან და სტუმრად არ მისულა, მითუმეტეს ჩემოდნითა და მსგავსი ნივთებით.

კონკრეტულმა პირმა ცალსახად და ხაზგასმით დაადასტურა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მსგავსი პირი – რომეო მიქაუტაძე, რომელსაც იცოდა თუ რა თანამდებობა ეკავა და ვინ იყო ან იცნობდა იმ მომენტისთვის და იცოდა ამ პიროვნების ზოგადად არსებობის შესახებ, დანამდვილებით თქვა, რომ არც აღნიშნულ დღეებში რომეო მიქაუტაძე ვიზიტზე არ ყოფილა მისული და მეტიც, მთელი იქ მუშაობის სრული პერიოდის მანძილზე მუშაობდა დასახელებული პირის თანაშემწედ მთელი ამ 6-წლიანი პერიოდის მანძილზე, არც ერთხელ არ ყოფილა შემთხვევა, რომ რომეო მიქაუტაძე მოსულიყო სტუმრად გრიგოლ ლილუაშვილთან, შესულიყო მის კაბინეტში და შეეტანა მასთან რაიმე ხელბარგი, საგნები და ნივთები”- დასძინა მან.

სუს-ის ექს-შეფი გასული წლის 23 დეკემბერს დააკავეს –  ყოფილ მაღალჩინოსანს ედავებიან „ფულის გათეთრების“ ოთხ ეპიზოდს:

რას ედავებიან ლილუაშვილს?

  • ქარის ელექტროსადგურების მშენებლობის ლობირებისთვის თურქ ინვესტორ ჩაღათაი ულქერისგან $1 მლნ-ის აღებას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის იმჟამინდელი პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის მეშვეობით;
  • გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ, კომპანია „ექსპრესსერვისი 2008-ის“ დამფუძნებელ გიორგი ხაჟალიასგან 1,5 მლნ ლარის აღებას რომეო მიქაუტაძის მეშვეობით;
  • 2021-2023 წლებში დანაშაულებრივი „ქოლცენტრების“ მფარველობას, საიდანაც ბრალდების ინფორმაციით, ლილუაშვილმა მიიღო $1 365 000;
  • პროკურატურა ამბობს, რომ ლილუაშვილი ქრთამის სანაცვლოდ მფარველობდა თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს, რომელიც გამოძიების ინფორმაციით,  ბაღების შესყიდვებიდან  „ატკატებს“ იღებდა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პროკურორი ადასტურებს, რომ დახურულ სხდომაზე ლილუაშვილს კითხვები ღარიბაშვილზეც დაუსვეს
  • “ეს ტრაგედია თავზარს გვცემს ყველას”- ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
  • როგორ ეხმიანება ნანუკა ჟორჟოლიანი გიორგი ბარამიძის დაკავებას

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge