გენერალ-მაიორი, პოლიტიკური პარტია “ჯერ საქართველოს” პოლიტსაბჭოს წევრი ვახტანგ კაპანაძე გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება.
როგორც ის ამბობს, საქართველომ მსოფლიო რეკორდი დაამყარა თავდაცვის მინისტრების დაკავებაში და მათ შორის გია ბარამიძე უკვე მეხუთეა.
გენერალ -მაიორი დარწმუნებულია, რომ ბარამიძე მოღალატე არ არის და მიიჩნევს, რომ თუ რამე თქვა, ეს ალბათ სიტყვის გადაცდენა, ან შეცდომა იყო.
მსოფლიო რეკორდი დავამყარეთ, თავდაცვის მეხუთე მინისტრი გვიზის ციხეში. ძალიან მძიმე ვითარებაა, მოგახსენებთ, რომ მე გიორგი ბარამიძეს ვიცნობ ძალიან დიდი ხანია, აფხაზეთის დროიდან არა, უფრო მოგვიანებით. მე მას ერთხელ შევხვდი, ლაბრეს ოპერაციის შეტევის დროს, ჩვენ შევდიოდით და ის იყო პოზიციაზე, მაშინ ავღანეთთა ბატალიონის შემადგენლობაში ვიყავი. ძნელია, რამე კონკრეტული ვთქვა, დღევანდელი მართლმსაჯულების პირობებში, ისეთ სასჯელს უყნებენ, რომელიც ძალიან ბევრ დამტკიცებულ დეტალს მოითხოვს. გამიჭირდება ვთქვა, რომ გიორგი ბარამიძე არის მოღალატე. შეიძლება ვთქვა, რომ იყო შეცდომა, სიტყვის გადაცდენა, დაუფიქრებლად ნათქვამი, მაგრამ მოღალატედ, ძალიან გამიჭირდება მას მოღალატე დავუძახო, – განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.
