ხვალ, 12 სექტემბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” სამგორის რაიონში, ქინძმარაულის ქუჩა N12-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითად ნაწილს ღამის საათებში, ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
„აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 12 სექტემბერს, საღამოს 22:00 საათიდან 13 სექტემბრის, დღის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
სამგორის რაიონში: იდუმალის, საჯაიას, ცისკარიშვილის, გაბაშვილის, ენგურჰესის, ლორთქიფანიძის, წურწუმიას, ფაღავას, გუგუშვილის, ქინძმარაულის, ნებიერიძის, გუგუშვილის, ზაალიშვილის, დობორჯგინიძის, აფხაზის, ბერიას, ალექსიძის, ოდიშელიძის, მაჩაბლის, ბახტაძის, ამირეჯიბის, ურუშაძის, ყიფიანის, ქუთათელის, კვირიკაშვილის, კიკნაძის, ბატონიშვილის, აღნიაშვილისა და მიმდებარე ქუჩებს; წმინდა ბარბარეს უბანს; ნავთლუღის მე-2 და ქვემო მელითონეთა დასახლებებს, აფრიკის დასახლების 360-ე კილომეტრს; სოფლებს: გაჩიანს, აგთაკლიას, გამარჯვებას, ყარათაკლიას, ყარაჯალარს, ფოლადაანთკარს.
კრწანისის რაიონში: რუსთავის გზატკეცილს ,გიგანტის, ზოოვეტის, ზემო და ქვემო ფონიჭალის დასახლებებს; სოფლებს: ფონიჭალას, ჭალას და თელეთს.
“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge” – ნათქვამია ინფორმაციაში.
