11 სექტემბერი წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მე-3-ე წირვას თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში აღავლენს.
საქართველოში მცხოვრები მართლმადიდებელი ქრისტიანები ამ დღეს ტრადიციული მარხვით ხვდებიან.
დეკანოზი შალვა ჯაჯანიძე აღნიშნავს, რომ დღევანდელი დღე მძიმე მარხვის დღეა.
“ეს დღე გამორჩეულია თავისი მნიშვნელობით, რადგანაც იოანე ნათლისმცემელი ამხილებდა მას უმძიმეს ცოდვაში და როდესაც მისი დაბადების დღე იყო, იყო დიდი ნადიმი და ვერაგულად მოხდა მისი თავისკვეთა. ისტორიულადაც ეს დღე გამორჩეული იყო საქართველოში, უამრავი ტაძარია იოანე ნათლისმცემლის სახელზე აგებული და დღევანდელ დღესაც არის მძიმე მარხვა. ყველას ვულოცავთ და შეგვეწიოს წმინდა იოანე ნათლისმცემელი,”- აცხადებს დეკანოზი.
