„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყლის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.
„11 სექტემბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ კრწანისის რაიონში, ხარფუხისა და მოსე ხონელის ქუჩების კვეთაზე, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითად ნაწილს ღამის საათებში, ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 11 სექტემბერს, საღამოს 22:00 საათიდან 12 სექტემბრის, დღის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
გრიშაშვილის, ცურტაველის, ბერძნის, ნადიკვარის, თელეთის, ბააზოვის, ვეზიროვის, შატაიძის, მეფისაშვილის, წალკის, გიორგი მერჩულეს, მოსე ხონელის, საბანიძის, ლორთქიფანიძის, ეფრემ მცირის, ოფრეთის, კალანდაძის, ორთაჭალის ქუჩას და შესახვევებს, სოღანლუღის, ალგეთის, ქუმსიაშვილის, დეკაბრისტების, ბექა ოპიზრის, ნიზამი განჯევის, მუხათის, ალგეთის, ხარფუხის, ტაბიძის, მელქაძის და მარტვილის ქუჩებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, “ფეისბუქისა” და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“, – ნათქვამია განცხადებაში.
