Wednesday, September 9, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს

September 9, 2026
“სასწორზე შემდეგი არჩევნები დევს – საქართველო თავის ბედს სწორედ მაშინ გადაწყვეტს”– სალომე ზურაბიშვილი

რასაც დღეს ფარცხალაძე აკეთებს, არის მოღალატეობა, ამაზე მეტი მოღალატეობა არ ვიცი. აღარ ექვემდებარება საქართველოს კანონმდებლობას, ის არის რუსი რომანოვი და ჩვენი სამართლებრივი სივრციდან გასული , – ამის შესახებ მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ფეისბუქ“ ლაივში განაცხადა.

მისივე თქმით, კითხვები ოთარ ფარცხალაძის მიმართ მისთვის დღეს არ გაჩენილა და გაცილებით ადრე უნდა დასმულიყო, მათ შორის იმ პერიოდში, როდესაც ფარცხალაძე საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობას იკავებდა.

ზურაბიშვილის შეფასებით, ეროვნული ბანკის იმდროინდელი პრეზიდენტის, ნათია თურნავას მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც საქართველოში საერთაშორისო სანქციების აღსრულებას შეეხებოდა, ფაქტობრივად, აშშ-ის სანქციებთან დაპირისპირებას ნიშნავდა.

ზურაბიშვილის თქმით, იმ პერიოდში ის ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხს აყენებდა, თუმცა აღნიშნულ ინიციატივას მხარდაჭერა არ მოჰყოლია.

„მე დღეს კი არ გამიჩნდა კითხვები ფარცხალაძეზე. კითხვები უნდა გაჩენილიყო ადრე, როდესაც ეს ადამიანი საქართველოს პროკურორი იყო, რაც წარმოუდგენელია მისი წარსულით. უფრო სერიოზული კითხვები გამიჩნდა, როდესაც გამოქვეყნდა ამერიკული სანქციები მის მიმართ, იმ ბრალდებით, რომ ის იყო „კაგებეს”აგენტი და ამერიკის საფუძვლიანი განაცხადი.

იმ მომენტში, როდესაც ქალბატონმა თურნავამ მიიღო გადაწყვეტილებები, იმთავითვე ნიშნავდა იმას, რომ საქართველო ემიჯნებოდა ამერიკულ სანქციებს თუ სხვა საერთაშორისო სანქციებს. არც ერთ სხვა ქვეყანას არ გაუკეთებია – ჩვენ უფრო კარგად ვიცით. თუ ჩვენ ვერ დავამტკიცებთ, მაშინ ეს ყველაფერი არ არსებობს.

რეალურად, ეს გადაწყვეტილება იყო პირდაპირ დაცვა რეჟიმისგან ფარცხალაძის, ამით მას მისცეს ერთგვარი იმუნიტეტი. ეს ეხებოდა იმას, რომ არც ერთი საქართველოს მოქალაქე ვერ იქნებოდა დასანქცირებული თუ არა საქართველოს სასამართლოს მიერ მითითებული მსგავსი გადაწყვეტილებები.

ამ დროს მე არ ავჩქარდი, რომ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობა წაგვერთვა. არავინ დამიჭირა მხარი. არავის ესმოდა, რომ სწორედ ეს იყო ის მაგალითი, რაც ბოლომდე უნდა ყოფილიყო მიყვანილი. როგორც კი ფარცხალაძე არ იქნებოდა საქართველოს მოქალაქე, სანქცია მასზე არ გავრცელდებოდა და არც საქართველოს კანონმდებლობა. არც ის, რასაც დღეს ფარცხალაძე აკეთებს, რაც არის მოღალატეობა, ამაზე მეტი მოღალატეობა მე არ ვიცი. აღარ ექვემდებარება საქართველოს კანონმდებლობას, ის არის რუსი რომანოვი და ჩვენი სამართლებრივი სივრციდან გასული. [მოქალაქეობის საკითხი] იმ დროს ეს იყო სერიოზული მაგალითი და მინდა ვთქვა, რომ არავინ, არც ოპოზიციიდან არ წამომყვა ამ მსჯელობაში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ეს იყო საქართველოს მთავრობიდან წამოსული პირველი პირდაპირი წინააღმდეგობა აშშ-ს სანქციებთან მიმართებაში“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ბოლო პერიოდში ბავშვებში წამოვიდა…“ – პედიატრი თემურ მიქელაძე მშობლებს აფრთხილებს
  • ჭიათურელი მაღაროელების საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია
  • ქარბორბალა კახეთში – ინტერნეტში ვრცელდება მძიმე კადრები

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge