Wednesday, September 9, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანგარიში

September 9, 2026
სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანგარიში

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ვაჭრობის კუთხით პირველ ადგილზე მყოფი, საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ევროკავშირია, რომლის წილი 20.1%-ს შეადგენს.

კაკაურიძემ პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანგარიში წარადგინა. მისი ინფორმაციით, მიმდინარე წელს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 5.8%-ით გაიზარდა – 2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 12 მილიარდ 925 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტი 3 876.3 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (20.0 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი – 9 049.1 მლნ აშშ დოლარს (0.7 პროცენტით მეტი).

ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული დოკუმენტის მიხედვით, ევროკავშირის შემდეგ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებში მოდის თურქეთი (12.8%), რუსეთი (11.8%), ჩინეთი (11.6%) და აშშ (8.4%).

მთლიან ექსპორტში ყირგიზეთის წილი 11.1%-ია. ჩინეთის – 11.1%, ევროკავშირის – 10.0%, აზერბაიჯანის – 8.7%, რუსეთის – 8.6% და სომხეთის – 8.1%.

სასაქონლო ჯგუფების მიხედვით ექსპორტში პირველ ადგილზე მსუბუქი ავტომობილებია 24.2%-ით, მომდევნო ადგილებს იკავებენ: ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 12.6%, ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები – 7.9%, ფეროშენადნობები – 3.8% და სპილენძის მადნები და კონცენტრატები -3.7%.

მთლიან იმპორტში ევროკავშირის წილი 24.4%-ია, შემდეგ მოდიან თურქეთი – 15.4%, რუსეთი – 13.2%, ჩინეთი – 11.8% და აშშ – 11.4%.

იმპორტის სასაქონლო სტრუქტურაში პირველ ადგილზე მსუბუქი ავტომობილებია, რომელსაც მთლიან იმპორტში 17.8 პროცენტიანი წილი უკავია. შემდეგ მოდიან: ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 9.0%, სამკურნალო საშუალებები – 4.0%, ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები – 3.2% და ნედლი ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 2.2%.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რა ჩვევები უნდა შეცვალონ მშობლებმა, რომ ბავშვი ახალ სეზონს მარტივად შეეგუოს
  • “აგენტობასთან დაკავშირებით ჩვენი გუნდიდან არავის ასეთი განცხადება არ გაუკეთებია…”- რას ამბობს ლევან მაჭავარიანი ირაკლი ღარიბაშვილზე
  • 1 სექტებრიდან ადგილობრივ ბაზარზე ალკოჰოლიანი სასმელების რეალიზაციისთვის სერტიფიკატის გაცემა ფასიანი იქნება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge