Wednesday, September 9, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სამ-დღიანი დუმილის შემდეგ, შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს პასუხობს

September 9, 2026
სამ-დღიანი დუმილის შემდეგ, შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს პასუხობს

xr:d:DAFkZQoHlb8:9,j:48248616535,t:23053020

სამ-დღიანი დუმილის შემდეგ, შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს პასუხობს – პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ყოფილი პრემიერი ახლა სამართლებრივი საკითხებიდან ყურადღების გადატანას “პოლიტიკური ინსინუაციებით” ცდილობს.

რაც შეეხება მის პერსონალურად მოხსენიებას ღარიბაშვილის წერილში, პაპუაშვილი ირწმუნება, რომ არ იცის, რატომ გახდა ღარიბაშვილის მიმართვის ადრესატი.

“ვერ გეტყვით, რატომ ვიყავი პერსონალურად მოხსენიებული ამ წერილში. როგორ გითხრათ ახლა, სხვა ადამიანმა, რა როგორ გადაწყვიტა, მე ამას ვერ გეტყვით, თუმცა ჩემი პასუხი იგივეა, რომ სამართლებრივ პროცესს სჭირდება სამართლებრივი პასუხები და ნებისმიერი მცდელობა, ყურადღების გადატანისა პოლიტიკური ინსინუაციებით თავშივე არის განწირული.

ვის არ უცდია, რომ სამართლებრივი პროცესიდან ყურადღება გადაეტანა პოლიტიკურ ინსინუაციებზე.ასეთი მაგალითებით სავსე გვაქვს და ყველგან გამოცდილება ხომ გვაჩვენებს, რომ ამას არანაირი შედეგი არ აქვს” – აცხადებს პაპუაშვილი.

კითხვაზე ფიქრობს თუ არა პაპუაშვილი, რომ ირაკლი ღარიბაშვილი “დიფ-სთეითმა” გადაიბრია, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საკითხის პოლიტიზებისკენ თავს შეიკავებს.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ შარმანაშვილმა თქვა, რომ ღარიბაშვილი “დიფ სთეითის” ზემოქმედებით მოქმედებს.

“მე ვფიქრობ, რომ ბრალი, რომელიც მას აღიარებული აქვს, საკმარისად მძიმეა, რომ სხვა საკითხებზე იყოს საუბარი. რახან ვამბობ, რომ პოლიტიზირება არ არის საჭირო და ის, რომ ცდილობს სამართლებრივი საკითხები გადაიტანოს პოლიტიკურ ჭრილში და ეს არ არის სწორი, ამიტომ ამ მცდელობის აყოლაც, არ არის სწორი. როდესაც საქმეები ხელს უწყობს, ახალისებს ან ემთხვევა იმ საქმეებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის არაკეთილისმსურველების სურვილზე ასხამს წყალს, მაშინ რა თქმა უნდა ეს საქმეები კითხვებს ბადებს.

ვხედავთ, რომ არის დამთხვევა, რომ ამ ქვეყნის მტრები ხარობენ, რომ ბოდვები ხდება პოლიტიკური განხვილვის საკითხი, ეს ვის უხარია, მხოლოდ ჩვენი ქვეყნსი მტრებს- შიგა და გარე მტრებს”, – ამბობს პაპუაშვილი.

ორშაბათს ღარიბაშვილმა რუსთავის ციხიდან კიდევ ერთი წერილი გამოაქვენა, სადაც წერს, რომ ბოლო დღეებში ბევრი “სახედაკარგული ადამიანის უღირსი, ყალბი და ფარისევლური განცხადება იხილა მის მიმართ”. კონკრეტული გვარ-სახელები პატიმრობაში მყოფ ყოფილ მაღალჩინოსანს არ დაუსახელებია, თუმცა მათ მოუწოდა, რომ “თავი დაანებონ მის წინააღმდეგ ბინძურ პოლიტიკურ თამაშებს!”

ერთადერთი ვისაც ღარიბაშვილმა პერსონალურად მიმართა, შალვა პაპუაშვილია -“შალვა ეს არა სამართლებრივი პროცესი არამედ დაუნდობელი პოლიტიკური დევნაა” – წერს ღარიბაშვილი რუსთავის ციხიდან.

როგორც დაკავებული ყოფილი პრემიერ აღნიშნავს, ის არავის არ ებრძვის, თუმცა ახლა იძულებულია, დაიცვას თავისი თავი და ოჯახი “უსამართლობისა და სისასტიკისგან”.

“ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით” – წერს წერილში ღარიბაშვილი ყოფილ თანაგუნდელების მისამართით.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • არხოტის ხეობა დღეს
  • ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობა იწყება
  • მერაბ მალანია გაბაშვილისა და მისი შვილის შესაძლო სატელეფონო საუბრის შესახებ საუბრობს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge