ჰავაის მოსახლეობა ძლიერი ქარიშხლისთვის ემზადება. მე-3 კატეგორიის ქარიშხალი ლოუელი კუნძულებს უახლოვდება, რის გამოც მაღაზიებში პროდუქტებისა და აუცილებელი ნივთების მარაგები სწრაფად იწურება, ბენზინგასამართ სადგურებთან კი გრძელი რიგებია.
ორშაბათს დილით ლოუელის ქარის სიჩქარე დაახლოებით 200 კმ/სთ-ს აღწევდა, ხოლო ძლიერი ნაკადების დროს კიდევ უფრო მაღალი იყო. ქარიშხალს თან ახლავს ძლიერი წვიმა, წყალდიდობის, მეწყრის, ტორნადოებისა და დამანგრეველი ტალღების საფრთხე.
კუნძულ კაუაიზე მოსახლეობა ქარიშხლისთვის საჭირო ნივთების შეძენას აქტიურად ცდილობს. ადგილობრივ მაღაზიებში ზოგიერთი პროდუქტისა და სამშენებლო მასალის თაროები თითქმის დაცარიელდა.
ჰავაის გუბერნატორმა ჯოშ გრინმა პარასკევს შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ქარიშხლის შესაძლო შედეგებზე რეაგირებისთვის ეროვნული გვარდია გაააქტიურა.
“ჩვენ ძალიან სერიოზულად ვეკიდებით ქარიშხალ ლოუელს და ვემზადებით მანამ, სანამ პირობები გაუარესდება“, – განაცხადა გრინმა.
მისი თქმით, განსაკუთრებით კაუაის ოლქის მოსახლეობამ უნდა დაასრულოს მზადება, ყურადღებით დაიცვას ოფიციალური რეკომენდაციები და თავი აარიდოს დატბორილ ტერიტორიებსა და სახიფათო სანაპირო ზოლს.
