Wednesday, September 9, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ჭიათურელი მაღაროელები პატიმრობაში დატოვა

September 9, 2026
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ჭიათურელი მაღაროელები პატიმრობაში დატოვა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ჭიათურელი მაღაროელების განაჩენები არ შეცვალა.

მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილის გადაწყვეტილებით, უცვლელი დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მერაბ სარალიძესა და გიორგი ნეფარიძეს — 6 წელი და 3 თვე აქვთ მისჯილი, ხოლო ხოლო არჩილ ჭუმბურიძესა და თენგიზ გველესიანს 4 წელი და 3 თვე პატიმრობა მიუსაჯა.

მაღაროელები 1.5 წელია უკვე ციხეში არიან.

“რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გავასაჩივრებთ, საბოლოოდ კი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (სტრასბურგში) წავიღებთ.

ხაზგასმით და ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში სასამართლო სისტემა არ არსებობს — ის მიკერძოებულია და ზემოდან ნაბრძანებ მითითებებს ასრულებს”, – ნათქვამია პროტესტში ჩართული მაღაროელების საინიციატივო ჯგუფის განცხადებაში.

მაღაროელებს – გიორგი ნეფარიძეს, მერაბ სარალიძეს, თენგიზ გველესიანს და აჩიკო ჭუმბურიძეს პროკურატურა სისხლის სამართლის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) ედავება.

შემთხვევა 2025 წლის 28 აპრილს მოხდა. ბრალდების მიხედვით, ოთხი მაღაროელი თითქოს თავს დაესხა შუქრუთის მაღაროს დირექტორს, თენგიზ კობერიძეს და ფიზიკურად გაუსწორდა მას.

მაღაროელები წარდგენილ ბრალს უარყოფენ.

მაღაროელების დაკავებას წინ უძღოდა მრავალდღიანი პროტესტი, შიმშილობა და მასშტაბური აქცია ქალაქ ჭიათურაში.

ოთხივე დაკავებული მაღაროელი საპროტესტო აქციების გამოკვეთილი ფიგურა იყო. ისინი მოუწოდებდნენ სხვა მაღაროელებს, ხელი არ მოეწერათ მათი აზრით კაბალურ ხელშეკრულებაზე, რომელსაც კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ მშრომელებს სთავაზობდა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ვაშინგტონი შეეცდება შუალედური შეთანხმებების მიღწევას და მოსკოვისა და კიევის სამმხრივ ფორმატში დაბრუნებას”- დავით ქართველიშვილი უკრაინაში ომის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებზე
  • “ფრთიანი ფრაზაა: „ზურგში დანა“, „ყელში სამართებელი“ და რაც გინდათ, ის დაუძახეთ – რეალობა არის ის, რომ დანაშაულის ჩამდენის უსაფუძვლო ბრალდებები გამოყენებულია ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ” – გია ვოლსკი
  • პარტია “გირჩში” იმედი აქვსთ, რომ ივანიშვილი კიდევ შეხვდებათ

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge