Wednesday, September 9, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“არანაირი სახის, მათ შორის, არც აუდიო და ვიდეო მტკიცებულება არ არსებობს, სადაც საუბარია, რომ ანდრია ლილუაშვილს ფულადი თანხები მიჰქონდა გრიგოლ ლილუაშვილთან” – რას ამბობს ლილუაშვილის ადვოკატი

September 9, 2026
“არანაირი სახის, მათ შორის, არც აუდიო და ვიდეო მტკიცებულება არ არსებობს, სადაც საუბარია, რომ ანდრია ლილუაშვილს ფულადი თანხები მიჰქონდა გრიგოლ ლილუაშვილთან” – რას ამბობს ლილუაშვილის ადვოკატი

არანაირი სახის მტკიცებულება არ არსებობს, მათ შორის, არც აუდიო, არც ვიდეო, ან სხვა ნეიტრალური, სადაც საუბარია, რომ ანდრია ლილუაშვილს ფულადი თანხები მიჰქონდა გრიგოლ ლილუაშვილთან, – ამის შესახებ კორუფციულ დანაშაულში ბრალდებულ, სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატმა ლანა ცერცვაძემ განაცხადა.

ამ წუთებში სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავი, მსჯავრდებული ანდრია ლილუაშვილი აძლევს ჩვენებას. ის დაცვის მხარის მოწმეა.

„ანდრია ლილუაშვილის მიმართ დაუსაბუთებელი, მაგრამ გამამტყუნებელი განაჩენი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილია. დაცვის მხარის მიერ ეს გადაწყვეტილება შესაბამისი წესით გასაჩივრებულია. ანდრია ლილუაშვილისგან გვაინტერესებს ერთადერთ და უმნიშვნელოვანეს კითხვაზე პასუხი: ბრალდების მხარის ვერსიაა, რომ თითქოს მას ფულადი თანხები, რასაც ბრალდების მხარე ქრთამს ეძახის, გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა – რამდენად ჰქონდა მსგავს ფაქტს ადგილი. მან თავის პროცესზეც ხაზგასმით განმარტა, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არასდროს ჰქონია. არანაირი სახის მტკიცებულება არ არსებობს, მათ შორის, არც აუდიო, ვიდეო, ან სხვა ნეიტრალური, სადაც საუბარია, რომ ანდრია ლილუაშვილს ფულადი თანხები მიჰქონდა გრიგოლ ლილუაშვილთან. ბრალდების მხარეს არასწორი ინფორმაციების გამოტანა უყვარს ხოლმე პროცესებიდან და არ გამოვრიცხავ, ჩემი კომენტარის შემდეგ მან ანალოგიური პოზიციონირება მოახდინოს, რომ რამე სახის განსაკუთრებული მტკიცებულება არსებობს. ცალსახად აღვნიშნავ, ვინაიდან ბრალდების მხარე ანდრია ლილუაშვილს ეუბნება, რომ ის ერთადერთი ადამიანი იყო, ვისაც “ქოლ ცენტრის” უკანონო ფულადი თანხები გრიგოლ ლილუაშვილისთვის უნდა მიეცა, სწორედ ამ ინფორმაციის წყაროსთან გადამოწმებას შეეცდება დაცვის მხარე.

ბრალდების მხარე მიუთითებს, თითქოს, სატელეფონო მიმოწერაში არსებობს კონკრეტულ უძრავ ქონებებთან დაკავშირებით გადაგზავნილი ინფორმაციები, ძალიან მინდა ბრალდების მხარეს დავუბრუნო ეს კითხვა – რომელიმე უძრავი ქონება შეძენილად ნახა? ფიზიკურად, არც ერთი ის უძრავი ქონება, რომელზეც საუბარია, რომ როგორც ბიზნესმენს, ანდრია ლილუაშვილს უნდოდა, არც ერთი არ უყიდია. არც ანდრიას სახელზე და არც მათ საახლობლო წრეში არსებულ არც ერთ პირზე არ არის. გრიგოლ ლილუაშვილის სახელზე ერთადერთი საცხოვრებელი აღირიცხება, ფიზიკურად მეტი უძრავი ქონება არ გააჩნია. ორი ადამიანი, თუნდაც სამომავლო გეგმით, რომელთაგან ერთ-ერთი ბიზნესმენია, კითხულობს უძრავ ქონებაზე, თუნდაც რჩევის სახით, ეს ქონება საბოლოო ჯამში ნაყიდიც არ არის. ეს უფრო საინტერესო არ იქნებოდა ბრალდების მხარისთვის, რომ მათ ნაყიდი ჰქონოდათ? ბრალდების მხარემ გადაამოწმა კიდეც და ნახა, რომ არც ერთი უძრავი ქონება შეძენილი არ არის. პროკურორი რომ ამ ფაქტს ვერ გაცდა, რადგან სხვა საუბარი მათ შორის არ არსებობს, ცოტა უხერხულია”,- განაცხადა ცერცვაძემ.

ცნობისთვის, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “როცა ხვიჩა კვარაცხელია წავიდა პარიზში, ის ნეაპოლის პრინცი იყო, ახლა ის მზადაა მეფის ტახტის დასაკავებლად!” – Ballon d’Or კვარაცხელიაზე პოსტს აქვეყნებს
  • ჰავაის ძლიერი ქარიშხალი ლოუელი უახლოვდება: გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, გააქტიურებულია ეროვნული გვარდია
  • “ნაცმოძრაობას“ უნდა ჰქონდეს თავისი ბრძოლის გზა, როცა ვსაუბრობ ერთიანობაზე…”- რას ამბობს ანა წითლიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge