Wednesday, September 9, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

1998 წლის დეფოლტის შემდეგ პირველად – რუსეთმა ოქროს რეზერვების მასშტაბური გაყიდვა დაიწყო

September 9, 2026
“ეს არის პირველი შემთხვევა, ასეთი რამ არ ყოფილა” – რა ხდება ოქროს ბირჟაზე, მას შემდეგ რაც ოქროს ფასი რეკორდულ ნიშნულს მიუახლოვდა

2026 წელს საკუთარი რეზერვებიდან ოქროს ზოდების მასშტაბური გაყიდვის შემდეგ, რუსეთის ცენტრალური ბანკი მსოფლიოში ოქროს უმსხვილესი გამყიდველი გახდა. ამის შესახებ The Moscow Times-ი წერს.

როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, ოქროს მსოფლიო საბჭოს (WGC) მონაცემებით, 2026 წლის მეორე კვარტალში რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა რეზერვებიდან 21.77 ტონა ძვირფასი ლითონი გაყიდა. ამ მაჩვენებლით მან საგრძნობლად გადაასწრო თურქეთის ცენტრალურ ბანკს, რომელიც 4.23 ტონით მეორე ადგილზეა გაყიდვების კუთხით.

ამავე მონაცემების მიხედვით, სხვა ცენტრალურმა ბანკებმა ოქრო მხოლოდ მცირე ოდენობით გაყიდეს, მათ შორის მექსიკამ (0.1 ტონა), მალტამ (0.03 ტონა) და რუმინეთმა (0.01 ტონა). იმავდროულად, უმსხვილესი მყიდველები იყვნენ პოლონეთის (შესყიდული 50.79 ტონა), ჩინეთისა (32.97 ტონა) და უზბეკეთის (16.17 ტონა) ცენტრალური ბანკები.

1998 წლის დეფოლტის შემდეგ პირველად – რუსეთმა ოქროს რეზერვების მასშტაბური გაყიდვა დაიწყო1998 წლის დეფოლტის შემდეგ პირველად – რუსეთმა ოქროს რეზერვების მასშტაბური გაყიდვა დაიწყო
2026 წელს საკუთარი რეზერვებიდან ოქროს ზოდების მასშტაბური გაყიდვის შემდეგ, რუსეთის ცენტრალური ბანკი მსოფლიოში ოქროს უმსხვილესი გამყიდველი გახდა. ამის შესახებ The Moscow Times-ი წერს.

როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, ოქროს მსოფლიო საბჭოს (WGC) მონაცემებით, 2026 წლის მეორე კვარტალში რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა რეზერვებიდან 21.77 ტონა ძვირფასი ლითონი გაყიდა. ამ მაჩვენებლით მან საგრძნობლად გადაასწრო თურქეთის ცენტრალურ ბანკს, რომელიც 4.23 ტონით მეორე ადგილზეა გაყიდვების კუთხით.

ამავე მონაცემების მიხედვით, სხვა ცენტრალურმა ბანკებმა ოქრო მხოლოდ მცირე ოდენობით გაყიდეს, მათ შორის მექსიკამ (0.1 ტონა), მალტამ (0.03 ტონა) და რუმინეთმა (0.01 ტონა). იმავდროულად, უმსხვილესი მყიდველები იყვნენ პოლონეთის (შესყიდული 50.79 ტონა), ჩინეთისა (32.97 ტონა) და უზბეკეთის (16.17 ტონა) ცენტრალური ბანკები.

რაც შეეხება მიზეზებს, როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, საინვესტიციო კომპანია Finam-ის ანალიტიკოსის, ალექსანდრ პოტავინის თქმით, რუსეთის ცენტრალური ბანკი ოქროს უპირატესად სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარად და უცხოური ვალუტის ლიკვიდურობის დეფიციტის აღმოსაფხვრელად ყიდის.

თავად ცენტრალური ბანკის მონაცემები მოწმობს, რომ წლის დასაწყისიდან ივლისის ბოლომდე პერიოდში რუსეთის ფედერაციამ რეზერვებიდან 1.6 მილიონი ტროას უნცია (49.7 ტონა) ოქრო გაყიდა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) სტატისტიკის თანახმად, ეს ოქროს რეზერვების ერთჯერადი გაყიდვის ყველაზე მასშტაბური შემთხვევაა 1998 წლის დეფოლტის შემდეგ, როდესაც სახელმწიფო ობლიგაციების (GKO) ფინანსური პირამიდის ჩამოშლის ფონზე რუსეთმა სამთვიან პერიოდში 3.8 მილიონი უნცია (118 ტონა) ოქრო გაყიდა.

ამავე მონაცემების მიხედვით, 1 აგვისტოს მდგომარეობით, ცენტრალური ბანკის ოქროს რეზერვები 73.2 მილიონ ტროას უნციამდე შემცირდა, რაც 2020 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

საერთაშორისო ეკონომიკის პეტერსონის ინსტიტუტის (PIIE) ეკონომისტის, ელინა რიბაკოვას განცხადებით, კრემლის გადაწყვეტილება ოქროს გაყიდვის შესახებ მიუთითებს იმაზე, რომ მას სხვა ლიკვიდური აქტივები ეწურება.

გამომდინარე იქედან, რომ უკრაინასთან ომის პირველ დღეებში, მას შემდეგ, რაც დასავლეთის ქვეყნებმა დოლარში, ევროსა და სხვა ვალუტებში არსებულ აქტივებს სანქციები დაადეს, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა დაკარგა წვდომა 300 მილიარდი დოლარის ღირებულების სავალუტო რეზერვებზე. მისი სავალუტო მარაგებიდან დარჩენილია მხოლოდ დაახლოებით 100 მილიარდი დოლარი, რომელიც სრულად ჩინურ იუანში ინახება.

„ცენტრალური ბანკის ოქროს რეზერვებზე ზეწოლა ხაზს უსვამს რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტისგან გამოწვეულ მზარდ პრობლემებსა და მისი დაფინანსების სირთულეებს“ – აღნიშნა რიბაკოვამ.

თუმცა, მიუხედავად ამისა, Macro-Advisory-ს ანალიტიკოსი კრის ვიფერი უცხოურ გამოცემებთან ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ოქროს გაყიდვა რუსეთის გაკოტრებას არ ნიშნავს. მისი თქმით, რუსეთის ცენტრალური ბანკი კვლავ ფლობს მსოფლიოში სიდიდით მეხუთე ოქროს რეზერვს, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ 2.1%-ით შემცირდა. თვეში 200 000-დან 300 000 უნციამდე გაყიდვის მიმდინარე ტემპით, მთლიანი რეზერვის სრულად ამოსაწურავად დაახლოებით 20 წელი იქნება საჭირო.

პოტავინის ვარაუდით, ცენტრალური ბანკი ოქროს გაყიდვას სავარაუდოდ, განაგრძობს. წლის დასაწყისში ძვირფას ლითონზე რუსეთის რეზერვების 48% მოდიოდა, თუმცა ეს წილი ახლა 41.5%-მდე შემცირდა.

„ზღვარი, შესაძლოა, დაახლოებით 40%-ის ფარგლებში ან ოდნავ დაბლა იყოს. თუმცა, სანამ მნიშვნელოვანი საბიუჯეტო დეფიციტის დაფარვის საჭიროება იარსებებს, რეზერვებში ოქროს წილი შესაძლოა შემცირდეს“, – განაცხადა პოტავინმა.

აღსანიშნავია, რომ 2026 წლის აგვისტოში რუსეთის ოქროს რეზერვები ბოლო ექვსი წლის მინიმუმამდე შემცირდა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საპატრიარქოს, ირაკლი კობახიძის განკარგულებით, 806 კვ.მ. მიწის ნაკვეთი 1 ლარად გადაეცა
  • გარდაცვლილი ლაზარე ჯორბენაძის ადვოკატი გამოკითხვას ითხოვს
  • “ქოცი როგორც ასეთი! საკუთარს ვერაფერს ქმნის და სხვისას ანადგურებს!” – რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge