ღარიბაშვილი არის ივანიშვილის მარიონეტი და არ მაქვს მოლოდინი, რომ ის სერიოზულა დაუპირისპირდება მას – ამის შესახებ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა ირაკლი შაიშმელაშვილმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის ადამიანი, რომელსაც “რაც გინდა ის დაძახედან-რაც გინდა ის დააბრალემდეა“, მთელი მისი ისტორია. ის იყო ამპარტავანი, თავშ აუვარდა რაღაცები და ივანიშვილმა თავში ჩაარტყა.
ღარიბაშვილის რეინკარნაცია აღარ მოხდება და თუ მოხდება, ეს ირმა ინაშვილის პარტიაში მოხდება, – განაცხადა შაიშმელაშვილმა.
ღარიბაშვილს არ აქვს რესურსი, რომ ივანიშვილს შეეწინააღმდეგოს, რადგან ის მარტო არ არის, მის უკან არის მისი კლანი, მის უკან არის მისი სიმამრი, მთელი კახეთი არის თამაზაშვილების კლანი. მე არ ვიცი ბიძინა მას რას დამართებს, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, რასაც ივანიშვილი ეტყვის, იმას იკადრებს და იმას გააკეთებს. შარმანაშვილი, ღარიაბშვილი, ზარქუა, ესენი არიან ენდემური ქოცები, ეს არის სულით და ხორცით რუსი, რომელსაც არ გააჩნია, არც ღირებულებები, არც პრინციპები, არც ფასეულობები. ღარიბაშვილი იმ დონის მონა არ არის, რომლისგანა სპარტაკი შეიქმნება, თავისუფლებისთვის იბრძოლებს და მოკვდება, ის იბრძვის ფულისთვის, მეტი მისგან არაფერი შეიქმნება, – განაცხადა შაიშმელაშვილმა.
