თამაზ ელიზბარაშვილი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში – სავარაუდოდ, რამდენიმე საათში გაირკვევა, გაუუქმებენ თუ არა მას აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებულ პატიმრობას.
ადვოკატ ლალი აფციაურის განცხადებით, სავარაუდოდ სააპელაციოს სხდომა დღეს გაიმართება. უფლებადამცველი ამბობს, რომ დაკავებული ბიზნესმენი პატიმრობიდან აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს, რადგან საქმეში, ბრალის დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება არ დევს.
ლალი აფციაური საუბრობს თამაზ ელიზბარაშვილის ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებზე და აცხადებს ამ კუთხით დაცვის მხარე ევროპულ სასამართლოსაც მიმართავს. იხილეთ სრულად…
