Tuesday, September 8, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმის – „გურია“ მსოფლიო პრემიერა გაიმართება

September 8, 2026
ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმის – „გურია“ მსოფლიო პრემიერა გაიმართება

ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი ოფიციალურად გაიხსნა, ფესტივალის სექციაში Venice Spotlight, 9 სექტემბერს, რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმის – „გურია“ მსოფლიო პრემიერა გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, წელს სექციისთვის მხოლოდ რვა ფილმია შერჩეული.

ეროვნული კინოცენტრის პროგრამების დირექტორის, ლევან დვალის თქმით, საპრემიერო ჩვენების გარდა, დაგეგმილია სპეციალური ჩვენება პრესისთვის და ფილმისა და ქვეყნის პოპულარიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებები, რომლებიც სახელმწიფოს მხარდაჭერით იმართება.

„ვენეციის 83-ე კინოფესტივალი განსაკუთრებული აღმოჩნდა ქართული კინოსთვის, იმდენად, რამდენადაც სწორედ აქ გაიმართება ლევან კოღუაშვილის ახალი ფილმის – „გურია“ მსოფლიო პრემიერა. საპრემიერო ჩვენების გარდა, დაგეგმილია ქართული მიღება, სპეციალური ჩვენება პრესისთვის და ფილმისა და ქვეყნის პოპულარიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებები, რომლებიც სახელმწიფოს მხარდაჭერით იმართება. აღსანიშნავია, რომ დიდი მოლოდინი გვაქვს უცხოელი კინოკრიტიკოსების გამოხმაურებასთან დაკავშირებით, რადგან მსოფლიოს წამყვან გამოცემებში რამდენჯერმე უკვე გაჟღერდა ფილმზე ინფორმაცია. ამასთან, ერთ-ერთმა დიდმა ფრანგულმა კომპანიამ ფილმის საერთაშორისო გაყიდვები საკუთარ თავზე აიღო. ვფიქრობთ, ლევან კოღუაშვილის ნამუშევარი საკმაოდ კარგ გამოხმაურებას დაიმსახურებს, რადგან თამამად შეიძლება ითქვას, რომ „გურია“ ღირსეულად აგრძელებს ქართული კინოს ტრადიციას“, – განაცხადა ეროვნული კინოცენტრის პროგრამების დირექტორმა, ლევან დვალმა.

ფილმი გადაღებულია საქართველოს კულტურის სამინისტროს, კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის, „შემოქმედებითი საქართველოს“, საზოგადოებრივი მაუწყებლის და სახელმწიფო პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ მხარდაჭერით. „გურია“ შვიდი ქვეყნის (საქართველო, შვეიცარია, ლუქსემბურგი, ბულგარეთი, ნორვეგია, თურქეთი, საუდის არაბეთი) კოპროდუქციაა. ფილმის სცენარის ავტორები ბორის ფრუმინი, ლევან კოღუაშვილი და გიორგი კეკელიძე არიან.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ლევან კოღუაშვილის ფილმს, ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე – „ოსკარი“ საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი თანხების გაფლანგვის საქმეზეც გაუფორმდება, რაზეც 10-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი – პროცესი 28 სექტემბერს გაიმართება
  • საქართველოს ეროვნული ბანკი ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების საზედამხედველო ჩარჩოს ამკაცრებს
  • ევროსაბჭო ადასტურებს, რომ ადამიანის უფლებათა კომისარმა “ქართული ოცნების” “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ” კანონის წინააღმდეგ მოსაზრებით ევროსასამართლოს მიმართა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge