Tuesday, September 8, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

როგორ აფასებენ დეპუტატები ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდებებს

September 8, 2026
როგორ აფასებენ დეპუტატები ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდებებს

ცრუ კამპანიის ორგანიზატორი თუ მონაწილე? – მმართველი გუნდი ირაკლი ღარიბაშვილის როლთან დაკავშირებით ამ კითხვას სვამს. საქმე ეხება ლაზარე ჯორბენაძის მიერ „ასავალ-დასავალისთის“ მიცემულ ინტერვიუს, რომლის აუდიოჩანაწერი „იმედის კვირამ“ გაავრცელა, საიდანაც ირკვევა, რომ ჯორბენაძეს დავით-გარეჯის საკითხთან დაკავშირებით არანაირი ზუსტი და სერიოზული ინფორმაცია არ აქვს.

„საკითხავი ის არის, ირაკლი ღარიბაშვილი ჩაერთო ამ კამპანიაში თუ მის მიერ არის ორგანიზებული ეს ყველაფერი. ალბათ არ შეიძლება, რომ საკუთარი თავის გადასარჩენად გამოიყენო გარდაცვლილი ადამიანის მიერ მიცემული ისეთი ინტერვიუ, რომელსაც ინტერვიუს ვერ ვუწოდებთ“, – მიიჩნევს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე.

თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი კი ღარიბაშვილის წერილებს პროპაგანდისტულ ნაბიჯად აფასებს.

„ეს არის წმინდა წყლის პროპაგანდისტული ნაბიჯი, რომელსაც უნდა დაეზიანებინა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, მაგრამ ფაქტი ერთია – არავითარი დამატებითი საკითხები, მათ შორის გარეჯის მონაკვეთთან დაკავშირებით, არ მომხდარა. ყველაზე გულდასაწყვეტი ის არის, რომ ეს ღარიბაშვილმა თვითონაც კარგად იცის, იმიტომ რომ წლების განმავლობაში თვალყურს ადევნებდა და ხელმძღვანელობდა საერთაშორისო ურთიერთობებსაც, იმიტომ რომ პრემიერ-მინისტრი იყო“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი კი კონკრეტული მტკიცებულებების გამოქვეყნების საჭიროებაზე მიუთითებს.

„რაც გაჟღერდა, იმაშიც ჩანს, რომ რაიმე დეტალებზე, კონკრეტიკაზე საუბარი უძნელდებოდა თავად ამ ადამიანს. ამავდროულად, ეს ძალიან სენსიტიური საკითხია, იმიტომ რომ მოხდა სუიციდის ფაქტი. თუკი არსებობს რაიმე ტიპის მტკიცებულება, მაშინ ეს უნდა გამოაქვეყნონ, თქვან, დეტალებში, მოწმეებით და ა.შ.“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დღეს საქართველომ კიდევ ერთი საქმე წააგო ევროსასამართლოში…” – რას წერს გიორგი ბურჯანაძე
  • ერგნეთში ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა მიმდინარეობს
  • PISA-ს უახლესი კვლევის თანახმად საქართველომ ყველა ძირითად სფეროში გააუმჯობესა მაჩვენებლები – მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიღწეულია საუკეთესო შედეგი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge