Monday, September 7, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„ახალშობილს 15 ჭრილობა ჰქონდა“ – 20 წლის დედა და მისი შყვარებულის ოჯახი ჩვილის მკვლელობისთვის გაასამართლეს

September 7, 2026
„ახალშობილს 15 ჭრილობა ჰქონდა“ – 20 წლის დედა და მისი შყვარებულის ოჯახი ჩვილის მკვლელობისთვის გაასამართლეს

დიდ ბრიტანეთში, შეფილდში, ახალშობილი გოგონას მკვლელობის საქმეზე ოთხ ადამიანს, მათ შორის ბავშვის დედასა და მისი შეყვარებულის მშობლებს, ბრალი წაუყენეს.

ბავშვი, რომლის ვინაობაც იურიდიული მიზეზების გამო არ სახელდება და სასამართლო დოკუმენტებში მხოლოდ „ბეიბი ს.“-დ არის მოხსენიებული, 30 აგვისტოს, დილის დაახლოებით 6 საათზე, ქალაქის ვინკობანკის რაიონში მდებარე ერთ-ერთ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

გამოძიების ინფორმაციით, ახალშობილი გოგონა აბაზანაში დანით დაახლოებით 15-ჯერ დაჭრეს. შემდეგ ბავშვის ცხედარი პირსახოცში გაახვიეს, ლურჯ ჩანთაში მოათავსეს და დამხმარე შენობაში, სარეცხ მანქანაზე დატოვეს.

ბავშვის დედას, 20 წლის ანდრეა სკოპოვას, ჩვილის მკვლელობაში ედება ბრალი. იმავე ბრალდებით სასამართლოს წინაშე წარდგნენ 19 წლის პიტერ ჰორვატ უმცროსი, მისი 37 წლის დედა ნინა ჰორვატოვა და 38 წლის მამა პიტერ ჰორვატ უფროსი.

ოთხივე მათგანს ასევე ბრალი ედება ბავშვის სიკვდილის გამოწვევაში ან დაშვებაში, ასევე მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლაში. კერძოდ, დანაშაულის კვალისა და შემთხვევის ადგილის დამალვაში.

სასამართლოში ასევე წარდგა 15 წლის გოგონა, რომლის ვინაობაც ასაკისა და სამართლებრივი დაცვის გამო არ სახელდება. მას მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის ბრალდება წაუყენეს.

სასამართლოზე ცნობილი გახდა, რომ ყველა ბრალდებული სლოვაკეთის მოქალაქეა და მათ თარჯიმნის დახმარება დასჭირდათ. სასამართლომ ოთხივე ძირითადი ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

პროკურორ ჰოპკინსონის განცხადებით, ბავშვი 30 აგვისტოს, გამთენიისას, ჰოლიველ ჰაითსის რაიონში დაიბადა.

მისივე თქმით, სკოპოვამ ორსულობის 37-ე კვირაზე იმშობიარა, რის შემდეგაც იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სამედიცინო პერსონალმა პოლიციას დილის 5 საათის შემდეგ შეატყობინა, რომ ახალგაზრდა ქალი სამშობიარო კლინიკაში ბავშვის გარეშე მივიდა. სამართალდამცველები მითითებულ მისამართზე მივიდნენ, თუმცა ჩვილი იქ ვერ იპოვეს. ამის შემდეგ პოლიციამ ჰოლიველ ჰაითსში მდებარე სხვა მისამართის შემოწმება გადაწყვიტა.

„როდესაც პოლიცია მივიდა, მათ ბავშვი დამხმარე შენობაში, სარეცხ მანქანაზე იპოვეს. ჩვილი პირსახოცში იყო გახვეული და ლურჯ ჩანთაში მოთავსებული. ბავშვი გარდაცვლილი იყო“,- განაცხადა ჰოპკინსონმა სასამართლოზე.

საქმეზე გამოძიება გრძელდება. მკვლელობაში ეჭვმიტანილი კიდევ ორი ქალი, 26 და 37 წლის, ამ ეტაპზე გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საქსონიის პოლიციამ გიორლიცთან, გრაუშტაინის ქვესადგურის ტერიტორიაზე, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების სიახლოვეს კიდევ ცხრა ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინა
  • “ბატონი კაკაურიძე თავისი საქმის მცოდნეა და ძალიან კარგად იცის, რომ მისი შეგონება, კეთილი სურვილები, ლოცვა-კურთხევა არ ცვლის ინფლაციის მაჩვენებელს…” – რას ამბობს თაზო დათუნაშვილი
  • 2026 წელს ხორბლის მსოფლიო წარმოება თითქმის 4%-ით შემცირდება – FAO

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge