რუსეთში, მოსკოვის ოლქში, 12 წლის მეექვსეკლასელი ბიჭის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ვრცელდება.
რუსული Telegram-არხის, Mash-ის ინფორმაციით, ორმა სკოლის მოსწავლე გოგონამ, ბიჭი მიტოვებულ შენობაში მიიტყუა და მოკლა.
არხის ცნობით, თავდასხმა წინასწარ იყო დაგეგმილი. Mash შესაძლო მოტივად გოგონების სურვილს ასახელებს, საკუთარი თვალით ენახათ, როგორ ხდებოდა მკვლელობა.
გარდაცვლილი მოზარდის დედის განცხადებით, მას გოგონები, რომლებიც საქმეს უკავშირდებიან, არასდროს უნახავს და არც იცნობდა.
ქალის თქმით, მისი შვილი მოტოციკლებით იყო გატაცებული და მეგობრებთან ერთად TikTok-ისთვის ვიდეოებს იღებდა.
დედა ასევე აცხადებს, რომ ბიჭის ახლო სამეგობრო წრეში ქცევითი პრობლემების მქონე მოზარდები არ ყოფილან.
მკვლელობის ზუსტი გარემოებები და შესაძლო მოტივი ამ დროისთვის საბოლოოდ დადგენილი არ არის. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება და სამართალდამცველები საქმესთან დაკავშირებულ ყველა გარემოებას იკვლევენ.
