„მართლმსაჯულების სახლის“ დამფუძნებელი, ეკა ბესელია ამბობს, რომ ღარიბაშვილს აქვს რესურსი მხილებების სერიით კობახიძის პრემიერობა შეიწიროს.
როგორც მან “ანა ახალიას დღის ამბებში“ განაცხადა, „ამ პროცესს აშკარად ხედავს.“
ბესელია სახელმწიფო მართვის კრიზისზეც საუბრობს და ამბობს, რომ შიდა კონფლიქტები უკევ ღია და საჯარო გახდა.
ვხედავ ამ პროცესს, ამაზე ადრეც მისაუბრია. ზუსტად ისე მიდის ყველაფერი, ჯერ მდინარაძე, ახლა კი კობახიძე. კობახიძის ირგვლივ უკვე იმდენირ ამ გროვდება, რომ 3 თვის შემდეგ მკითხეთო, კი უთხრა, თქვენს ჟურნალისტს, მაგრამ ვეჭვობ სამი თვე იყოს საჭირო, შემდეგი კითხვის დასმისთვის. დღეს “იმედმა“ გაავრცელა ჩანაწერი, რომელმაც კიდევ უფრო მეტი კითხვები გააჩინა და საერთოდ, დავით გარეჯის თემა, სერიოზულადაა შესასწავლი. ამ ჩანწერის ჩვენება საზიანო იყო კობახიძისთვის.
ახლა ჩვენ რასაც თვალს ვადევნებთ, მთლიანობაში, სახელმწიფო მართვის კრიზისია, შიდა კონფლიქტები უკვე გახდა ძალიან ღია, საჯარო და აჩვენებს უმაღლეს დონეზე, ეს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების დონეზე ინსტიტუციურ კონფლიქტს, რომელიც პიროვნული კონფლიქტიდან მომდინარეობს. ამის სარჩული არის გავლენების შენარჩუნება, ვის ვისზე მეტი ავტორიტეტი აქვს, თუ ვის მეტი მხარდაჭერი ჰყავს, რაღაც კვლევების გამო ბძროლა. ეს შიდა ბრძოლა, ამ ვითარებაში, როდესაც უმწვავესი პრობლემებია ქვეყანაში, ვუყურებთ ამ პერსონალურ კონფლიქტებს, – განაცხადა ბესელიამ.
