Monday, September 7, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე „კანონიერი ქურდობის” ფაქტებზე სასამართლომ ცხრა პირი დამნაშავედ ცნო

September 7, 2026
პროკურატურამ გორში, პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის“, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის და ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის“ ფაქტებზე ცხრა პირი დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ „ქურდული სამყაროს“ წევრს კონფლიქტური ურთიერთობა ჰქონდა „ქურდული სამყაროს“ სხვა წევრთან, რის გამოც ამ უკანასკნელმა პირადი მოტივით სცემა მას. აღნიშნულის გამო დაპირისპირებულმა მხარეებმა ,,კანონიერ ქურდს“ მიმართეს, ვისი ჩართულობითაც „ქურდული სამყაროს“ წევრების შეკრება მოეწყო და ,,ქურდული გარჩევა“ განხორციელდა.

გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ ვინაიდან ,,ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდამჭერები“ ფინანსურ ვალდებულებებს არ ასრულებდნენ, „ქურდული სამყაროს“ წევრმა ,,ქურდული გარჩევა” მოაწყო და სცემა ისინი. აღნიშნულის გამო ,,ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდამჭერებმა“ სოციალური ქსელის გამოყენებით დასახმარებლად მიმართეს ,,კანონიერ ქურდს”, რომელმაც კონფლიქტის მონაწილეები დაიბარა თურქეთის რესპუბლიკაში, სადაც შედგა ქურდული შეკრება და ქურდული გარჩევა.

ასევე, „კანონიერი ქურდის“ ძმამ ქუთაისში დაიბარა და ანგარიშსწორება მოუწყო ერთ-ერთ ,,ქურდული სამყაროს წარმომადგენელს“, ვინაიდან ეს უკანასკნელი თავს შეურაცხყოფილად თვლიდა, მან დასახმარებლად და გადაწყვეტილების მისაღებად „ქურდული სამყაროს“ სხვა აქტიურ წევრს და კრიმინალურ ავტორიტეტს მიმართა, უამბო დაპირისპირების მოტივები და დეტალები, რომელმაც თავის მხრივ სოციალური ქსელის საშუალებით საქმის კურსში ჩააყენა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი „კანონიერი ქურდი“.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად ,,კანონიერ ქურდს” 10 წლით, ,,ქურდული სამყაროს წევრობის”, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის” ,„ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის ფაქტებზე შვიდ ბრალდებულს 8-8 წლით, ხოლო „კანონიერი ქურდისთვის და ქურდული სამყაროს წევრზე მიმართვის“ ფაქტზე ბრალდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ქალებთან კამათს აზრი არ აქვს
  • ავარიული შენობები და გაჭიანურებული რეაბილიტაცია – რა ხდება საჯარო სკოლებში
  • ინდოეთში ექვსი გოგოს დედამ, საავადმყოფოდან სამი წლის ბიჭი გაიტაცა, რადგან ვაჟის გაზრდა სურდა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge